”გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ მინსკის შეთანხმებაზე ისაუბრა და განაცხადა რომ უკრაინის ხელისუფლებამ შეცდომები თავიდანვე დაუშვა , როცა წინასწარ ვერ გათვალა, რომ რუსეთს ომს ვერ მოუგებდა.
”ძალიან მძიმე დოკუმენტი და მოლაპარაკებაა, ეს უკრაინელებმა თავისთავს უნდა დააბრალონ, ეს არ არის მთლად რუსეთის შესასრულებელი ვალდებულებები, უკრაინამ განაცხადა, რომუკრაინა არ შეასრულებს ვალდებულებებს, რუსეთს ჯერჯერობით არ უთქვამს შეასრულებს თუ არა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთ პუნქტთან დაკავშირებიტ განაცხადა, რომ არ შეასრულებენ, მეორე პუნქტთან დაკავშირებით, ”პრავი სექტორის” თუ ”მემარჯვენე სექტორის” ნუ როგორც არის ლიდერმა განაცხადა რომ უკრაინა ამას არ შეასრულებს, უკრაინამ უკვე დაიწყო ამ შეთანხმების ძირის გამოთხრა, რომლის შედეგები მისთვის ვერ იქნებდა კარგი.
სამწუხაროდ, უკრაინელი პოლიტიკოსები აღმოჩნდნენ კიდევ უფრო ბეცები, დღევანდელი გადმოსახედიდან ვიტყვი ამას, ვიდრე ქართული ხელისუფლება იყო, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ის, რომ სააკაშვილი პირველი მრჩეველია, ეს კიდევ ერთი უბედურებაა უკრაინისთვის. უკრაინა დაიქცა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. უკრაინის ხელისუფლება აღმოჩნდა ბეცი, როდესაც დაიწყო ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედბები და როდესაც 6 თვის მერე გამოაცხადა, რომ რუსეთს ომს ვერ მოუგებენ, 6 თვის წინ არ იცოდნენ რუსეთს რომ ომს ვერ მოუგებდნენ? კატეგორიულად არ შეიძლებოდა არანაირი ძალის გამოყენება, ჩვენ რა შეცდომებიც დავუშვით 90-იანი წლების დასაწყისში , გნებავთ ორიათასიან წლებში, არ უნდა მისულიყო საომარ მოქმედებებამდე საქმე, ეს უკრაინაზე იყო დამოკიდებული, ჩვენი მაგალითი ქონდათ თვალწინ.
ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს არსებობს პოლიტიკური რეალობა, რომ ძალის ენით რუსეთთან საუბარი არ შეუძლია არავის”- განაცხადა გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ პირველი არხის ეთერში თოქ-შოუ "პირველი სტუდია" -ში სტუმრობის დროს.
მასალის გამოყენების პირობები






