,,ნუ გავცვლით ქვეყანის ღირსებას უკრაინიდან შემოტანილ "სგუშონკაზე" - მოროშკინა პრემიერს მიმართავს
პოლიტიკა - 14:31, 15 Feb, 2015     3128
ლალი მოროშკინა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს. ღია წერილში მოროშკინა ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, პოროშენკოს მიერ სააკაშვილის დანიშვნის გამო, სასწრაფოდ მიმართოს საქართველომ უკრაინას საპროტესტო ნოტით.

ღია წერილი პრემიერ -მინისტრს

ბატონო ირაკლი,

თქვენ ახლა მთელი საქართველო გიყურებთ, რადგან სასწორზე ქართველების თავმოყვარეობა დევს!

არასოდეს მომიმართავს თქვენთვის, არც პირადად არ გიცნობთ, თუმცა ძალიან ხშირად მქონია სურვილი ტეტ-ა-ტეტ გაგსაუბრებოდით იმ მანკიერებებებზე, რომელიც ჭამს ქვეყანას შიგნიდან და ურყევს იმიჯს გარედან.

თავს ვიკავებდი, რადგან იმედი მქონდა, რომ ამაზე თქვენი უახლოესი გარემოცვა ჩაგაყენებდათ საკმის კურსში.

მაგრამ აი დადგა ის მომენტი, როდესაც მე საზოგადოების დიდი ნაწილის სახელით მოგმართავთ.

მოგმართავთ იმ 320 000 ადამიანის სახელით, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმმა მსჯავრი დაადო.

მოგმართავთ იმ ათასობით ადამიანის სახელით, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმმა

ქონება ჩამოართვა.

მოგმართავს შვილმკვდარი მშობლების და გამწარებული ჭირისუფლების სახელით, რომელთა შვილები,შემდეგ კი სამართალის ძებნაში გათანგული მშობლები რეჟიმმა უმოწყალოდ ქუჩებში ხოცა.

მოგმართავთ სააკაშვილის რეჟიმისგან ნაწამები ყოფილი და არსებული პატიმრების სახელით,

მოგმართავთ სააკაშვილის რეჟიმისგან ლუკმა-პურის საშოვარზე უცხოეთში გადახვეწილი 800 000 მეტი ქალის სახელით,

მოგმართავთ კოდორ დაკარგული კოდორელების სახელით,

მოგმართავს 116 სოფელ დაკარგული ადამიანების სახელით,

მოგმართავთ სააკაშვილის რეჟიმისგან სულში ჩაფურთხებული საქართველოს სახელით!!!

ის რაც უკრაინის პრეზიდენტმა იკადრა, თავისი ბოლო საკადრო დანიშვნით-საქართველოს ახალი მთავრობის მთავარი კურსის-

სამათლიანობის აღდგენის იგნორირება და ლაფში ამოსვრაა.

რატომ მოხდა ეს?

იმიტომ, რომ საქართველოს უნიათო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთხელ

"არ არ შეიმჩნია სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ერთი წევრის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნა,

შემდეგ მეორედ არ შეიმჩნია მეორე წევრის დანიშვნა,

შემდეგ მესამედ არ შეიმჩნია მესამე წევრის დანიშვნა.....

კალამს არ დავღლი იმდენჯერ "არ შეიმჩნია"

რაც მთავარია, უკრაინაში ძალიან დაცულად გრძნობენ თავს ძებნილი "რეჟიმისტები"!!!

და ბოლოს დესერტად,"არშემჩნევის" პოლიტიკის აპოთეოზად- საქართველოში სისხლიანი რეჟიმის შემოქმედისთვის-უკრაინაში მრჩევლის სტატუსის მინიჭება, რომელიც იარაღით მომარაგებაზე იზრუნებს!

ვივა უკრაინას!!!

ვავა საქართველოს!!!

ბატონო პრემიერო!!!

ნუ გავცვლით ქვეყანის ღირსებას უკრაინიდან შემოტანილ "სგუშონკაზე" და გატანილ რამოდენიმე ლიტრ ღვინოზე!

საგარო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლად უნდა გააგზავნის უკრაინაში საპროტესტო ნოტა!

თუ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ გამოცხადებული სამართლიანობის აღდგენაც, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური კურსიც და დემოკრატიის მშენებლობაც-მხოლოდ ლიტონი სიტყვებია.

ესე იგი დაპატიმრებული ნაც.რეჟიმის შემოქმედნი მართლაც პოლიტ პატიმრები ყოფილან?

ევროპის არცერთი სახელმწიფო არ შეიფარებდა ნიურნბერგის პროცესზე გასამართლებულ ფაშისტებს!

არც ერთი თავმოყვარე მმართველი არ დაუთმობდა მმართველობის სადავეებს კამბოჯის დიქტატორ პოლპოტს(სალოტ სარი)

1998 წელს ლონდონში სამკურნალოდ ჩასული პინოჩეტი ესპანეთის მთავრობის მოთხოვნით დააპატიმრეს რეპრესიებისა და მასიური მკვლელობების ბრალდებით!

1945 წლის 27 აპრილს, იტალიაში, ტბა კომოსთან ბენიტო მუსოლინი მეტსახელად "ძალადობის მოციქული" მისი საყვარელი კლარა პეტჩი და ყველა მისი თანამგზავრი დახვრიტეს.

ასე ექცევიან მოძალადეებს ევროპაში! იმ ევროპაში, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფით.

ბატონო პრემიერო!

უმორჩილესად გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და მიმართოთ საპროტესტო ნოტით უკრაინის პრეზიდენტს!

თქვენ ახლა მთელი საქართველო გიყურებთ, რადგან სასწორზე ქართველების თავმოყვარეობა დევს!

როგორ უნდა ჩაბრძანდეთ თქვენ ან კაბინეტის სხვა წავრები უკრაინაში ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებზე?

როგორ უნდა ისხდეთ ერთ მაგიდასთან ქვეყნის ნომერ პირველ მოღალატესთან და ძებნილ ექს პრეზიდენტთან?

და ბოლოს ბანკეტზე, როგორ უნდა შესვათ ტირანთან ერთად სამშობლოს სიყვარულის სადღეგრძელო?

ქვეყნისთვის, თავმოყვარეობისთვის, თვითიდენტიფიკაციის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!

პატივისცემით,

ლალი მოროშკინა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42