საგანელიძის თქმით, ის ნეპოტიზმის კატეგორიული წინააღმდეგი არ არის და თვლის, რომ არაფერია ცუდი იმაში, თუ თანამდებობის პირი მის ნაცნობ კომპეტენტურ და პროფესიონალ კადრს დაასაქმებს.
”მე ნეპოტიზმის მომხრეც ვარ ხანდახან, ბიზნესში ვიყავი მაგალითად, პოლიტიკაში თუ ვხედავ, რომ ჩემი ახლობელია, წლების განმავლობაში მიმუშავია მასთან,ვიცი მისი გამოცდილება, თუ ვიცი რომ პროფესიონალია და ქვეყანას წაადგება , იმისთვის რომ ჩემი ნათესავია გადავმალო და არ გამოჩნდეს არსად? პირიქით გამოვაჩენ და რა ნათესავი მყავს შეხედეთ. მე ჩემი ნათესავები შეცდომა რომ დაუშვეს მკაცრად დავსაჯე, გავუშვი სამსახურიდან. წერან ორი პეტრიაშვილი იყავით აქ , შეიძლება საგანელიძეც იყოთ, ღმერთმა გამრავლოთ, იმიტომ რომ ჩემი გვარი აქვს დავსაჯო ადამიანი და არ გავაკარო არაფერს... ჩემთვის პროფესიონალიზმია მთავარი.”- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პირველი არხის ეთერში თოქ-შოუ "პირველი სტუდია" -ში სტუმრობის დროს.
მასალის გამოყენების პირობები






