,,ჩემი ინფორმაციით დევაძემ საზღვრის გადაკვეთა მოახერხა და რომ არა აჭარელი პოლიციელების გამბედაობა, თავისუფლად გადაადგილდებოდნენ შემდეგ მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და თავს დააღწევდა მართლმსაჯულებას. დაინტერსდა ვინმე, როგორ გადაკვეთა ამ ბატონმა საზღვარი, დანაშაულიდან საათი-საათნახევრის შემდეგ, როცა ყველასთვის ცნობილი იყო იმ მომენტში, თუ ვინ ესროლა მუკბანიანს“ - აცხადებს ,,სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ ხელმძღვანელი ზაზა ჭაია.
დევაძის ადვოკატი პაატა შავაძე უარყოფს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნეტრალურ ზონაში გადასვლის ფაქტს. ,,არანაირ ნეიტრალურ ზონაში არ გადასულა დ ამას ჩვენ დოკუმენტურად დავადასტურებთ, ის ჩვეულებრივ, როგორც რიგითი მოქალაქე, დაკავებულ იქნა რიგში მდგომი, პასპორტით ხელში, როცა ის აპირებდა სულ რამდენიმე საათით ქემალ-ბაშაში“ - აცხადებს ადტვოკატი.
გადაცემაში აქცენტი დევაძესა და ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია გორაძის ურთიერთობაზე გაკეთდა. დევაძე იმ მოჭიდავეთა ჯგუფის წევრია, რომელიც ლავას-ოღლიმ აჭარაში შექმნა. რესპოდენტები ლავას-ოღლის ხელისუფლებასთან კავშირებზე საუბრობენ.
მასალის გამოყენების პირობები






