ჯანელიძის მინისტრობა საზიანოა ქვეყნისთვის, მისი გადადგომა აუცლებელია - თარგამძე
პოლიტიკა - 21:32, 14 Feb, 2015     1262
უმცირესობა მინდია ჯანელიძეს სამინისტროდან პროფესიონალი კადრების გაშვებაში და უწყების პრორუსული კადრებით დაკომპლექტებაში ადანაშაულებს.

გივი თარგამაძის განცხადებით, მინდია ჯანელიძემ, როდესაც ის ჯერ კიდევ კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მუშაობდა, მიზანმიმართულად გაათავისუფლა ამ ორგანოდან მაღალი დონის სპეციალისტები. შემდგომში მან იგივე საკადრო პოლიტიკა გააგრძელა თავდაცვის სამინისტროში.

თარგამაძის თქმით, ჯანელიძემ თავდაცვის უწყებიდან დაითხოვა ოფიცერი ჯაჭვაძე, რომელმაც განათლება აშშ-ში მიიღო და ადამიანური რესურსების მართვის მაგისტრის კვალიფიკაციის ერთადერთი წარმომადგენელი იყო უწყებაში. სამინიტროდან გათავისუფლებული იქნა სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი არსენ ცუხიშვილი და აკადემიის რექტორი ზურაბ აგლაძეც, როგორც თარგამაძე აღნიშნავს ისინი უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტები იყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პირები თავდაცვის უწყებაში დიდი ხანია მუშაობენ, ისინი პოლიტიკაში არ ერეოდნენ და არცერთი ხელისუფლების მიმართ განსაკუთრებული სიმპათია არ გამოუვლენიათ.

თარგამაძის შეფასებით, მინდია ჯანელიძე სამინისტოში პოლიტიკური წმენდას ატარებს, „ეს ადამიანი არის ამისთვის გამზადებული, როგორც ჩანს ეს არის მისი ერთადერთი დავალება.“- აცხადებს თარგამაძე.

„ნაციონალურ მოძრაობა“ თავდაცვის მინისტრის პოლიტიკის გამო ნატოსთან პრობლემების შექმნაზეც საუბრობს, როგორც გივი თარგამაძე აღნიშნავს ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია შეგნებულად ფერხდება.

"აშკარად იქმნება ხელოვნური ბარიერი და ყველა პროცესი არის შენელებული. იმის გამო, რომ უნიათოა და არ ჰყოფნის იმის განათლება და შესაძლებლობა, რომ ეს პროცესი მართოს თუ იმის გამო, რომ შეგნებულად ხდება ეს, არ ვიცი, მაგრამ ყველა შემთხვევაში მისი მინისტრობა არის საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის. ის უპირობოდ უნდა იყოს გათავისუფლებული," - განაცხადა გივი თარგამაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თავდაცვის მინისტრზე პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მინდია ჯანელიძე იყო ის პირი, ვინც აქტიურად მოქმედებდა ფრანგულ მხარესთან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებზე მოლაპარაკებების ჩაშლაზე.

"ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ მისი გადადგომაა აუცილებელი," - ამბობს გივი თარგამაძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42