ინტერპოლის სახელზე გაგზავნილ წერილს მიხეილ სააკაშილის ადვოკატი ავრცელებს,.
ტერნერის განცხადებით, საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის დაკმაყოფილებამ მართმსაჯულების პრინციპების დაცვის ნაცვლად შესაძლოა ამ პრინციპების დარღვევა გამოიწვიოს.
"ინტერპოლი", როგორც მსოფლიოს უდიდესი საპოლიციო ორგანიზაცია, ასრულებს მნიშვნელოვან როლს, რომ დაცულ იქნას კანონის უზენაესობა, სამართლიანი პროცესის შემადგენელი ფუნდამენტური უფლები და განმტკიცდეს მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა. "ინტერპოლის" კონსტიტუციის მესამე მუხლი ეძღვნება სწორედ აღნიშნულ პრინციპებს და მკაცრად უკრძალავს თქვენს ორგანიზაციას, ჩაერთოს პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური და რასობრივი ხასიათის საქმეებში.
"საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობის თაობაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აგრეთვე ეუთო-ს სასამართლო პროცესების მონიტორინგის 2014 წლის დეკემბრის ანგარიშის გათვალისწინებით, ვშიშობ, რომ მოთხოვნამ - ინტერპოლმა მიიღოს გარკვეული ზომები პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში, მართლმსაჯულების პრინციპების განმტკიცების ნაცვლად, შესაძლოა, გამოიწვიოს მათგან გადახვევა,” – წერს ტერნერი.
მასალის გამოყენების პირობები






