როგორც ,,ნიუპოსტს" ვაშაძემ განუცხადა საკონკურსო პროცესი არ დასრულებულა. მისი თქმით, დავით საყვარელიძეს ამ თანამდებობაზე განაცხადი კომისიაში უკვე შეტანილი აქვს, თუმცა საკონკურსო კომისია მუშაობას განაგრძობს და კანდიდატები ჯერ არ შეურჩევიათ.
რაც შეეხება იმას თუ სავარაუდოდ, როდისთვის გახდება ცნობილი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება, გიორგი ვაშაძე დროს ვერ აკონკრეტებს ,,კონკრეტულად ვადის თქმა რთულია" - განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძის ცნობით, ამ დროისთვის ანტკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების სურვილი 175-მა პირმა გამოთქვა, რომელთაგან საკონკურსო კომისია შერჩეულ სამ კანდიდატს პრეზიდენტს წარუდგენს. პრეზიდენტი კი, სამიდან ერთ კანდიდატის დანიშვნას მოაწერს ხელს.
უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი დავით საყვარელიძე უკრაინის ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე უკვე დამტკიცებული იყო. თუმცა, როგორც ვაშაძემ განმარტა, მსგავსი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
მასალის გამოყენების პირობები






