ხელისუფლების არაპირდაპირი უარი ინვესტორს: კომლის ასეთ მცნებას კანონმდებლობა არ იცნობს - ირაკლი კობიძე
პოლიტიკა - 17:20, 14 Feb, 2015     3129
საქართველოს იუსტიციისა და ეკონომიკისა სამინისტროებმა უცხოელებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენასთან დაკავშირებული რეგულაციების ახალი მოდელი შეიმუშავეს.

როგორც იუსტიციის სამინისტრო აცხადებს აღნიშნული მოდელი, შეესაბამება საქართველოს, როგორც მცირემიწიანი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, ამასთანავე უცხოელი ინვესტორების უფლებებსაც იცავს. ახალ რეგულაციასთან მიმართებაში კითხვები გაუჩნდათ სამართლის ექსპერტებს, კერძოდ როგორ უნდა შევიდეს უცხოელი ინვესტორი კომლში, თუკი ამის სამართლებრივ რეგულაციას საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს. პროექტის ერთ ნაწილში საუბარია, რომ ”უცხოელ ფიზიკურ პირებს შეეძლებათ, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრება შეიძინონ მემკვიდრეობის, საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან ქართულ კომლში წევრად შესვლის გზით.”

აღმოჩნდა, რომ საბჭოთა დროინდელი კომლის მცნება საქართველოს ახალმა სამოქალაქო კოდექსმა დატოვა მხოლოდ და მხოლოდ მემკვიდრეობითობის დარეგულირების მოტვით. დეტალური განმარტებისთვის, ,,ნიუპოსტი“ ,,რეფორმატორთა კლუბის“ სამართლის ექსპერტს ირაკლი კობიძეს ესაუბრა.

_კომლი იყო საბჭოთა კავშირის დროს ადამიანთა ერთობა, რომელიც ერთობლივად გაუძღვებოდა საადგილმამულო მეურნეობას და ეს შეიძლებოდა გასცდენოდა ოჯახის ცნებას, ანუ ეს იყო კოლექტიური საკუთრების წამახალისებელი ფორმა, რომლითაც ალბათ უფრო მარტივი იყო იმდროინდელი ხელისუფლებისთვის მენეჯმენტი ასეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მართვისთვის.

1997 წელს მიღებულ ახალ სამოქალაქო კოდექსში, რომელმაც კერძო საკუთრების ცნება დასავლური სტანდარტების მიხედვით დაამკვიდრა და რომელსაც ხელი უნდა შეეწყო საბაზრო ეკონომიკის განვითარებისთვის, ჩვენ კომლის მცნებას უკვე ვხვდებით მხოლოდ და მხოლოდ 2 მუხლში - 1323 და 1463. ეს მუხლები არეგულირებს ე.წ. საადგილმამულო მეურნეობის გადასვლას მემკვიდრეობის სახით, ანუ მოქმედმა სამოქალაქო კოდექსმა გაითვალისწინა რა არსებული წარუსლი, როდესაც შესაძლებელი იყო მიწის ნაკვეთის საკუთრება განხორციელებულიყო კომლის მიერ და გამომდინარე აქედან, რომ არ წარმოშობილიყო მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პრობლემები, დაარეგულირა კომლში სამკვიდროს გასხნისა და კომლში გარდაცვლილი წევრის საკუთრების წილის მის მემკვიდრეზე გადასვლის მექანიზმები. სხვა დანარჩენ შემთხვევაში - არც სამოქალაქო კოდექსი და არც ადგილობრივი თვითმმართელობის შესახებ კოდექსი კომლის ცნებას, როგორც ასეთს, არ იცნობს.

გამომდინარე აქედან, დღეს ხელისუფლების ინიციატივა, რომლის თანახმადაც უცხოელი ინვესტორი, რომელიც გადაწყვეტს საქართველოში უძრავი ქონების, ამ შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენას, იმ მოთხოვნის დაკმაყოფილების დადგენა, რომ იგი უნდა გახდეს კომლის წევრი, ეს არის არარსებული ვალდებულება, ვინაიდან დღეს, როგორც ეს არაერთხელ აღინიშნა სხვა ექსპერტების მიერ, ასეთ სერვისს ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

_გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის არასებული და ეს დარჩა მხოლოდ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პრობლემების დასარეგულირებლად, მაშინ სად და რომელ კომლში შემოგვყავს უცხოელი ინვესტორი?

_ამას სამომავლო პერპსექტივა არ აქვს, ჩვენ სამოქალაქო კოდექსი გვეუბნება, რომ დავუშვათ კომლი შედგება 10 წევრისგან, როდესაც ათივე ადამიანი აღარ იქნება ცოცხალი, სამოქალაქო კოდექსმა დაარეგულირა, რომ ვინაიდან ამ ათივე ადამიანის სამემკვიდრეო უფლებები არ შეილახოს, ეს ჩანაწერი დატოვა.

_თუმცა უმრავლესობის წევრები აცხადებენ, მაგალითად გიგლა აგულაშვილმა გვირჩია, რომ კანონში ჩავიხედოთ...

_ჩავიხედე ბატონო კანონში და სამოქალაქო კოდექსში წერია შემდეგი რამ: ნებისმიერი კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების შემდეგ... და მეორე თუ საადგილომამულო მეურნეობა კომლის მეურნეობაა და კომლის ბოლო წევრს ანდერძი არ დაუტოვებია, მაშინ კომლის საერთო ქონება გადავა კანონით მემკვიდრეებზე იმ პირობით, რომ კომლის მეურნეობა არ დაიშალოს. აქ საუბარი არ არის კომლის შენარჩუნებაზე, არამედ იმაზე, რომ ეს მეურნეობა რომ არ მოიშალოს, კომლის ყველა წევრი რომ აღარ იქნება ცოცხალი, საერთო ქონება გადავა კანონით მემკვიდრეებზე და ისინი უკვე არა კომლის სტატუსით გააგერძელებენ საადგილმამულო მიწის მფლობელობას, არამედ იმ ზოგადი წესების თანახმად, რომელსაც ჰქვია სამოქალაქო სამართალში საერთო საკუთრება.

_თუკი ეს არის მემკვიდრებასთან დაკავშირებული რეგულაცია, და თუკი ის არ ემსახურება კომლის შენარჩუნებას, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ინვესტორს ასეთ კომლთან?

_ეს არის არარსებული რამ, მაგალითად, ჩვენ რომ შევიტანოთ განაცხადი, რომ ვიყიდეთ მიწის ნაკვეთი და მოდით, კომლი შევქმნათ, ჩვენ გამოგვისტუმრებენ უარით, რადგან კომლს, როგორც წარმონაქმნს იურიდიული პირისა თუ ფიზიკური პირის სახით ჩვენი მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს, აქედან გამომდინარე უცხოელი ინვესტორის დავალდებულება, რომ იგი უნდა გახდეს კომლის წევრი შევიდეს კომლში და ამ შემთხვევაში ექნება მას მიწის ნაკვეთი, ეს არის აბსტრაქტული მოთხოვნა. ჩვენ ვავალდებულებთ ინვესტორს იმ მოქმედების განხორციელებას, რასაც ის ვერასოდეს ვერ შეძლებს ჩვენი დღეს მოქმედი კანომდებლობით.

მე ვფიქრობ, ეს არის ან ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ცდილობენ იპოვონ გვერდის ავლის საშუალებები იმ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელმაც ეს აკრძალვა არაკონსტიტუციურად სცნო და რაც გულისხმობდა უცხოელებისთვის მიწის ნაკვეთის შეძენის უფლების შეზღუდვას, ან მეორეს მხრივ, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ეს არის არაპირდაპირი მესიჯი უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ თქვენ აქ არ ჩამოხვიდეთ, რადგან ჩვენ დავაწესეთ ვალდებულება, რომელსაც ისედაც ვერ შეასრულებთ. ბუნებრივია, ინვესტორი, რომელიც ლამობს საქართველოში ჩამოსვლას, ეყოლება აქაური იურისტი, რომლისგანაც მიიღებს პაუსხს თუ რას ნიშნავს კომლი.

საბოლოო ჯამში, კი ინვესტორების შეზღუდვამ რაც მოუტანა ამ ქვეყანას და რა დღეშიც არის დღევანდელი ეკონომიკა, ეს ფაქტია. ქვეტექსტი არის, რომ უარს ვეუბნებით. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მოდელიდან და ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანებიდან გამომდინარე, ეს და მსგავსი ტიპის ინიციატივები არის დამღუპველი. ამის გამოცდილება ბოლო ორი წლის განმავლობაში და უკვე მესამე წელი დაიწყო, გვაქვს. სწორედ ინვესტორების დაბალმა აქტივობამ განაპირობა ის პრობლემები, რის წინაშეც დადგა უკვე ჩვენი ეროვნული ვალუტა და აშკარად დამძიმებული სოციალური ფონი. ამდენად, მიმაჩნია, რომ ამაზე სერიოზული მუშაობა მოუწევთ და იმედი მაქვს, რომ ასეთი ტიპის რეგულაცია გაუქმდება და ამაზე აღარც იფიქრებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42