ღარიბაშვილის განცხადებით კოალიციის ყოფილი წევრების განცხადება, იმასთან დაკავშირებით რომ დემოკრატია საფრთხეშია, სასაცილო და არაობიექტურია .
"არ შემიძლია ამის კომენტირება, ეს სასაცილოა. ეს ბრალდება არის პოლიტიკური და არაობიექტური. პირიქით, ჩვენ საქართველოში დემოკრატია გავაძლიერეთ".
ღარიბაშილი ყოფილი ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ არძრულ სისხლის სამართლის საქმეებსაც გამოეხმაურა განაცხადა, რომ დამნაშავის პასუხისგება სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მთავრობის მიზანი კი დაუსჯელობის მანკიერი წრის გარღვევაა.
. "მე არ ვარ მოსამართლე და არ შემიძლია ეს გადავწყვიტო. ჩვენი მთავრობის მიზანია, გაარღვიოს დაუსჯელობის მანკიერი წრე. როდესაც შს მინისტრი ვიყავი, ჩემი პირველი მოადგილის დაპატიმრებას დავეთანხმე, რომელიც ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. ვინც დანაშაულს სჩადის, პასუხი უნდა აგოს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






