NATO-ს წევრობა ერთ ღამეში არ მოხდება- ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 16:02, 14 Feb, 2015     1519

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანულ გამოცემა Die Welt-ს ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, რეგიონში უსაფრთხოებასა და საქართველოს ეკონომიკაზე ისაუბრა.

ღარიბაშვილის თქმით, რუსეთმა საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია საფრთხედ არ უნდა აღიქვას და კავკასიაში სტაბილურობა რუსეთის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს.

"საქართველომ თავისი გზა აირჩია. ევროკავშირში ინტეგრაცია და ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება. ჩვენი ევროპული არჩევანი არ არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული, პირიქით. თუ საქართველოში მშვიდობა და უსაფრთხოება არ იქნება, მთელ კავკასიის რეგიონშიც არ იქნება სტაბილურობა. ეს რუსეთის ინტერესში არ უნდა იყოს. გასულ წელს უელსის სამიტზე NATO-სთან თანამშრომლობის არსებით პაკეტს მოვაწერეთ ხელი. ამ პაკეტის იმპლემენტაციის მიზნით ვთანამშრომლობთ NATO-ს მეზობელ ქვეყნებთან და, ჯერჯერობით, ყველაფერს წარმატებით ვახორციელებთ. საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია რუსეთმა საფრთხედ არ უნდა აღიქვას. საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და, როგორც ასეთს, უნდა ჰქონდეს საგარეო პოლიტიკაში არჩევანის თავისუფლება. ჩვენ ვიცით, რომ NATO-ს წევრობა ერთ ღამეში არ მოხდება, მაგრამ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით ხელისუფლებამ ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები ერთმანეთისგან გამიჯნა, ოკუპირებული ტერიტორიები კი კვლავ პრობლემად რჩება.

"რუსეთის მიმართ ჩვენი ძალიან კონსტრუქციული მოქმედებების მიუხედავად მოსკოვი სამწუხაროდ აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ თავის პოლიტიკას. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა. რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ დიალოგის ახალი ფორმატი რუსეთთან. ჩვენ ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები ერთმანეთისგან გავმიჯნეთ. რუსეთმა ჩვენი პროდუქტებისთვის ბაზარი გახსნა. თუმცა პოლიტიკურ საკითხებში არაფერი შეცვლილა. ხელშეკრულება აფხაზეთთან და დაგეგმილი ხელშეკრულება სამხრეთ ოსეთთან ამ რეგიონების ანექსიისჯენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ამ შეთანხმების თანახმად, არ არსებობს საზღვარი აფხაზეთსა და რუსეთს შორის, არსებობს ე.წ. საზღვარი რუსეთსა და საქართველოს შორის" - აღნიშნა ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42