ზუგდიდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ღია სხდომა გაიმართა
პოლიტიკა - 13:53, 14 Feb, 2015     1061
ზუგდიდის გამგეობის შენობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ღია სხდომა გაიმართა. სხდომას აფხაზეთის მთავრობის მინისტრებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ. სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ სოზარ სუბარის მიერ დღეს დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრისას წარმოთქმული პირობა გააცნო, რაც დევნილთათვის 2 500 ბინის მშენებლობას გულისხმობს. ვახტანგ ყოლბაიამ სხდომის მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებში განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. გარდა ამისა, საუბარი შეეხო საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხის“ ეთერში აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის სატელევიზიო მაუწყებლობის გახსნას, რომელიც 15 თებერვლიდან, კვირაში ერთხელ იმაუწყებლებს. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და თანადგომისათვის მათ მადლობა გადაუხადა.

აფხაზეთის კულტურისა და განათლების მინისტრმა დიმა ჯაიანმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რა მიმრთულებითაც სამინისტრო მუშაობს, კერძოდ, სკოლების სრულფასოვან მუშაობაზე, წარჩინებული მოსწავლეების საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნაზე. ჯაიანმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გალის ტერიტორიაზე პედაგოგიური საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს და მათ გმირები უწოდა.

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული დევნილთა უფასო-პროფილაქტიკური გამოკვლევების წარმატებებსა და ზუგდიდში ახალი სამედიცინო ცენტრის გახსნის დადებით შედეგებზე.

სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარიამ დევნილ მოსახლეობას გააცნო იაპონიის საელჩოს მიერ გამოყოფილი თანხებით სამეგრელოში დაგეგმილი ბიზნეს-პროექტები, რომლებშიც დევნილი მოსახლეობა დასაქმდება.

ეკონომიკის მინისტრმა მურმან ფარფალიამ აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. ასევე აღინშნა ბიუჯეტში დარჩენილი თანხების დევნილებისთვის გადანაწილების თაობაზე, რომელიც აფხაზეთის მთავრობაში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად იქნა მოპოვებული.

სხდომა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დევნილებთან დიალოგის ფორმატში გაგრძელდა.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, აფხაზეთის მთავრობას მჭიდრო, საქმიანი ურთიერთობა აქვს სამეგრელოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან, დევნილთა სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს დევნილთა წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტას.

„ბატონ ლევან შონიას ინიციატივა რეგიონალური შეკრების შესახებ, ჩვენი მინისტრების მონაწილეობით, მართლაც საუცხოო წინადადებაა ჩვენთვის. დღევანდელ სხდომაზე ყველა პრობლემაზე საუბრის საშუალება მოგვეცა. სათქმელი და გადასაწყვეტი საკითხები კი ბევრი გვაქვს. ჩვენმა წარმომადგენლობამ ძალიან საქმიანი და მჭიდრო ურთიერთობადაამყარა არა მარტო ადგილობრივ ხელისუფლებასთან, არამედ ამ რეგიონის მუნიციპალიტეტების ყველა წარმომადგენლობასთან, რაც მჭიდრო და საქმიანი თანამშრომლობის საწინდარია. დღეს ძალიან ბევრ საკითხს შევეხეთ, გამოიყო თემები, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გადაწყდეს. ამავე დროს განვიხილეთ უმიშვნელოვანესი პროექტის პერსპექტივები, რომლის პრეზენტაცია დღეს ბატონმა სოზარ სუბარმა მოახდინა. პროექტი დევნილთათვის 2 500 ბინის მშენებლობას გულისხმობს. ამ პრეზენტაციას ზუგდიდელებთან ერთად ყველანი ვესწრებოდით, რომლის მიხედვითაც 2016 წლისთვის ზუგდიდში დევნილთა ბინით უზრუნველყოფის საკითხი პარაქტიკულად გადაწყდება. რა თქმა უნდა, არის ბევრი სოციალური პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობით შევძლებთ“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42