უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ საერთაშორისო საკითხებში მრჩეველთა საბჭო შექმნა და მის თავმჯდომარედ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიშნა.
მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი უკრაინული არხის ეთერში პეტრო პოროშენკოს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნის დასახმარებალად მზადყოფნა გამოთქვა.
სააკაშვილმა უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და რუსეთის პოლიტიკაზეც ისაუბრა.
"როგორც კი ამერიკამ უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატა, პუტინს ავღანეთის ომი და ამერიკული რაკეტები გაახსენდა, რომელმაც ფაქტობრივად ავღანეთის ომის სცენარი შეცვალა. შედეგად, საბჭოთა კავშირი, რომელიც უფრო ძლიერი იყო ვიდრე ახლა რუსეთია, ამ ომში დამარცხდა.
ახლა პუტინს დეჟა-ვუ ჰქონდა . წარმოიდგინა, რომ რუსებს ამერიკული რაკეტებით ანადგურებენ. ეს მისთვის ფსიქოლოგიური კატასტროფაა.
სწორედ ამიტომ წავიდა მოლაპარაკებებზე. ფიქრობდა, რომ მოახერხებდა დასავლეთის გასულელებას. სამიტის შემდეგ. გადამწყვეტი მნიშნელობა დასავლეთის პოზიციას ჰქონდა. მათ კი განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებაზე მუშაობას განაგრძობდნენ.
ყველამ ვიცით, რომ პუტინი არ გაჩერდება, მაგრამ იცის, რომ როგორც კი შეტევაზე წავა, ეს უკვე აღარ იქნება რუსეთ-უკრაინის ომი. ეს იქნება მისი ომი მთელს დასავლეთთან და აქ კი ვეღარ გაიმარჯვებს.
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები , გავაძლიეროთ არმია და ქვეყნის ეკონომიკა. უნდა გამოვიყენოთ ზავის თითოეული დღე და მშვიდობა დავამყაროთ.
ვფიქრობ, რომ პუტინი დამარცხების გზაზეა. თუმცა ჩვენ მაქსიმალისტები ვართ , გვინდა რომ ეს მალე მოხდეს, რადგან უდანაშაულო ადამიანები არ იღუპებოდნენ და უკრაინა თავისუფალი იყოს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






