ექსპერტი ლევან ალაფიშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებას ეხმაურება.
„მდააა... კონსტიტუციურად იყო არჩეული იანუკოვიჩიო და ევრომაიდანი დაუშვებელი ძალადობა იყოვოოოოო, მაშ! ისა, და სხვა არჩეულ დიქტატორებს თავი დავანებოთ მაგრამ პუტინზე რა აზრის ვართო? ვაცალოთ ჯერ ერთი ვადა, მერე მეორე... ჯერ ერთი ქვეყანა, მერე მეორე და ასე? ჰო, მართლა - შევარდნაძეც არჩეული იყო და ვარდების რევოლუციაც დემოკრატიაზე ძალადობა იყო?
უკვე მტრების წრეც განსაზღვრულია ... კვლავ არასამთავრობოები, რომლებიც თურმე მავნებლები და მოღალატეები ყოფილან. სასწრაფოდ კანონია საჭირო და მათი კონტროლი ... ჰოდა 1984 ... თანაც სულ მხოლოდ 4 სამინისტრო: ჭეშმარიტრების სამინისტრო, სიყვარულის სამინისტრო, მშვიდობის სამინისტრო და დოვლათის სამინისტრო“, - წერს სოციალურ ქსელში ალაფიშვილი.
ლევან ვასაძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ ის რაც ხდება დღეს უკრაინაში მაიდანზე, არაკონსტიტუციული სამხედრო რევოლუცია
„კი ბატონო კორუმპირებული იანუკოვიჩის წინააღმდეგ, მაგრამ ის იყო კონსტიტუციურად არჩეული, ეს ამერიკელებმა არ მოახდინეს. ის უბერუდება რაც ხდება სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, რისი შედეგია? ამერიკელების მიერ მოწყობილი გადატრიალებისა. რუსეთის აგრესია უკვე არის შედეგი“ - განაცხადა ლევან ვასაძემ
მასალის გამოყენების პირობები






