ბიზნესმენი ლევან ვასაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერმა მას ეკონომიკურ გუნდში მინისტრობა შესთავაზა.
ამის შესახებ განცხადება ვასაძემ გადაცემა „რეაქციაში“ გააკეთა.
„მსგავსი წინადადება არასოდეს ყოფილა და იმედია, არასდროს არ იქნება. არც ამ პრემიერისგან და არც მისი წინამორბედისგან მსგავსი შეთავაზება არ მიმიღია და მადლობა ამისთვის მათ. მე ვიქნები ორპირი თუ ამდენი წელი ვამბობ, რომ არ მაინტერესებს პოლიტიკაში შესვლა და უცებ მენდომება“, - განაცხადა ვასაძემ.
რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ იმყოფებოდა მთავრობის ადმინისტრაციაში, ვასაძემ განმარტა, რომ მთავრობასთან დემოგრაფიულ პრობლემებზე საუბრის გამო მივიდა.
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ლევან ვასაძე მთავრობის კანცელარიასთან იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმა მას მინისტრობა შესთავაზა.
მასალის გამოყენების პირობები






