ამის შესახებ ინფორმაციას უკრიანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პოროშენკო მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაეხმარება მათ რეფორმირების იმ გზის გავლაში, რომელიც მათ შარშან მაიდნის პროცესების შემდეგ დაიწყეს.
თავის მხრივ მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა პეტრო პოროშენკოს ნდობისათვის და განაცხადა, რომ უკრაინას ამჟამად მთელი კონტინენტი აკვირდება და მსოფლიოში ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული უკრაინის რეფორმებზე.
,,ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ თუ არ ავაშენებთ დღეს ახალ უკრაინას და არ განვახორციელებთ ახალ რეფორმებს. თუ შედგება ახალი უკრაინა, მაშინ საქართველოც იქნება თავისუფალი. მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი ხალხი იმსახურებს გაცილებით მეტს: მეტ თავისუფლებას ეკონომიკურ საქმიანობაში, სამართლიანობის მეტ განცდას და სახელმწიფოსგან ადამიანურ დამოკიდებულებას. უნდა შეიქმნას სისტემა ისეთი ფუნქციით, სადაც იარსებებენ მენეჯერები სახელმწიფო ჩინოვნიკების ნაცვლად, ხოლო სახელმწიფო აპარატი შესთავაზებს მათ სერვისს და დაიცავს კორუფციისა და უსამართლობისაგან. ჩემთვის დიდი პატივია გავიზიარო თქვენი რწმენა უკეთესი მომავლის შესახებ და დღევანდელი დღიდან ვიქცე ამ საერთო ძალისხმების ოფიციალურ ნაწილად“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საბჭო არის საკონსულტაციო ორგანო, რომლის მიმზანიცაა, უკრიანაში რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება. საბჭო მოიწვევს უცხოელ ექსპერტებს, რომლებიც იმუშავებენ უკრიანის კანონმდებლობის რეფორმირებისათვის და ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერის გაზრდისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






