ამის შესახებ ინფორმაციას უკრიანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
,,ჩვენ დიდხანს ვფიქრობდით, როგორ გამოგვეყენებინა მიხეილ სააკაშვილის უნიკალური ცოდნა გამოცდილება და მისი ,,ნოუჰაუ““ - განაცხადა პოროშენკომ.
პოროშენკო მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაეხმარება მათ რეფორმირების იმ გზის გავლაში, რომელიც მათ შარშან მაიდნის პროცესების შემდეგ დაიწყეს.
,,დღეს მან მიიღო ოფიციალური სტატუსი. მიხეილი გახდება უკრაინის წარმომადგენელი საზღვარგარეთ და ამავდროულად საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელი უკრიანაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ ის შეძლებს, ორმხრივი კომუნიკაციის დამყარებას უკრაინსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის რეფორმების საკითხებთან დაკავშირებით - მოიზიდავს საუკეთესო უცხოურ გამოცდილებას და ღირსეულად წარადგენს ჩვენს საქმიანობას უცხოეთში“ - განაცხადა პოროშენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






