„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ანგარიშებიდან თანხის გაქრობაზე შსს-მ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ბიძინა ივანიშვილმა მწვანე შუქი აუნთო ღარიბაშვილი-თამაზაშვილების კლანის წინააღმდეგ ნადირობას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კომპანიიდან 2,5 მილიონი ლარია გამქრალი და სწორედ ამის გამოა დაკავებული თამარ ფხოველიშვილი.
„მინდა გამოვთქვა ჩემი ვარაუდი, რომ ამ ფულმა, დიდი ალბათობით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თამაზაშვილების და ღარიბაშვილების ოჯახის ჯიბეში გადაინაცვლა და ამის საფუძველიც მაქვს. თამარის გარდა, დაკითხვებზე ყოველდღე დაჰყავთ ჯაბა შავგულაშვილი, რომელიც ამ კომპანიაში არის შესყიდვების სამსახურის უფროსი და ნათელმირონობა აკავშირებს ღარიბაშვილის ოჯახთან,” - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






