„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც მინისტრად დაინიშნა წყალმომარაგების კომპანიაში გადაადგილებები მოხდა და მენეჯმენტი შეიცვალა.
„ახალი მენეჯმენტის მოსვლის შედეგად კომპანიასთან კონსულტაციები გაიმართა. მათ მიიღეს დავალება, რომ წყლის კომპანიის ფინანსური ანალიზი მოხმდარიყო. ასევე მოითხოვეს აუდიტის სამსახურის შემოყვანა და კომპანიაში სრული აუდიტის გაკეთება. ჩატარებული ანალიზის შედეგად, 2013 წლის მარტიდან 2014 წლის ბოლომდე გარკვეული დარღვევების აღმოჩენა მოხდა. კერძოდ, იყო საეჭვო გადარიცხვები. გამოძიება მიმდინარეობს, რომლის ინტერესიდან გამომიდნარე, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებთ,“ - შავლიაშვილმა.
„საქართველოს გაერთიანებული წყალ-მომარაგების კომპანიის“ ყოფილი მთავარი ბუღალტრის თამარ ფხოველიშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა.
მათი ინფორმაციით, თამარ ფხოველიშვილი რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით გაფლანგის ბრალდებით დააკავეს. მათივე თქმით, ფხოველიშვილს ორ მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვა ედება ბრალად.
მასალის გამოყენების პირობები






