ბუნდესტაგი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას უახლოეს პერიოდში მოახდენს
პოლიტიკა - 14:49, 13 Feb, 2015     655

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს შეხვდა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს.

„ბატონი ლამბერტის ვიზიტი გერმანიის მკაფიო და მყარი მხარდაჭერის დემონსტრირებაა. გერმანიის ბუნდესტაგი კონკრეტული ნაბიჯებისთვის მზად არის. მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულების დროული რატიფიკაციისთვის. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, გერმანიის ბუნდესტაგში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მხარდაჭერის მიმართულებით გასატარებელ კონკრეტულ ღონისძიებებზე. გერმანიის მხრიდან არის მზაობა, გააქტიუროს პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის ყველა ინსტრუმენტები“, - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

მინისტრმა ბერუჩაშვილმა გერმანელ პარლამენტარებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ შექმნილი ვითარების შესახებ, გააცნო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული პრიორიტეტული საკითხები, აგრეთვე ქართული მხარის ხედვა რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკასთან მიმართებით. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობისა და, კერძოდ, გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობა იმ ფონზე, როდესაც საქართველოს და მთლიანად ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს უსაფრთხოება და სტაბილურობა კვლავინდებურად სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

ნორბერტ ლამერტმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. მან აღნიშნა, რომ ბუნდესტაგი, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, დაასრულებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას. ამის გარდა, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო გერმანიის პარლამენტის მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების საკითხს. ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმები საქართველოში სწორი დინამიკით ხორციელდება და პროცესი არ უნდა შენელდეს.

თამარ ბერუჩაშვილმა მადლობა გადაუხადა ბუნდესტაგის პრეზიდენტს გერმანიის, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის ხელშეწყობისა და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განუხრელი მხარდაჭერისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42