„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თავდაცვის მინისტრის გადაყენებას ითხოვენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებიტ ჯანელიძის თანამდებობაზე ყოფნის ყოველი დღე უარყოფითად მოქმედებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე.
„ჯანელიძემ თითქმის დანიშვნის პირველივე დღესვე პირველ მოადგილედ მოიყვანა ბურჯანაძის თანამებრძოლი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო შეხედულების მქონე ადამიანი. მერე გააკეთა სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი განცხადება უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლ გმირზე, ახლა ირკვევა რომ ის სტრატეგიული დოკუმენტებიდან ცდილობს ანტისაჰაერო თავდაცვა, როგორც პრიორიტეტი ამოიღოს. თითოეული დღე ამ ადამიანის თანამდებობაზე ყოფნისა არის ზიანი, დასუსტება და საფრთხეში ჩაგდება საქართველოს ჯარის და ჩვენი თავდაცვისუნარიანობის. ხოლო პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება ბატონ ივანიშვილს“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






