ლეონიდ ჩერნოვეცკი: საქართველოში მდინარეში მანქანა ჩამეძირა, გამოყვანაზე მთელი სოფელი მეხმარებოდა
პოლიტიკა - 13:27, 13 Feb, 2015     9119
კიევის ყოფილი მერი, მილიარდელი ლეონიდ ჩერნოვეცკი უკრაინულ ტელეარხთან ინტევრიუში სახალისო ისტორიას ყვება, თუ როგორ ჩაეძირა ახლადშეძენილი ავტომობილი მაღალმთიან აჭარაში მდინარეში. ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ის ქართველი ხალხის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს გრძნობს, ჩერნოვეცკი პასუხობს:

,,აქ ძალიან კეთილგანწყობილი ხალხია. ისინი დამოუკიდებლები არიან, არ ხედავენ შენში მოწინააღმდეგეს, პატივისცემით გეპყრობიან, იქიდან გამომდინარე , რასაც შენ ცხოვრებაში მიაღწიე. მაგალითად მქონდა ერთხელ ასეთი შემთხვევა, ჩემს მძღოლთან ერთად ვიმყოფებოდი გორაზე მდინარის მახლობლად, მოულოდნელად წყლის დიდი ნაკადის გამო, ჩვენი მანქანა მდინარეში აღმოჩნდა, მოგვიწია ფანჯრებიდან გადმოძრომა და ისე გამოცურვა. საქმე მაგაში არ გახლავთ, ჩვენ კი გამოვცურეთ და წყლიდან მშვიდობით ამოვედით, მაგრამ მანქანა დინებამ წაიღო და შეიძლებოდა ზღვაშიც აღმოჩენილიყო. იქვე სოფელია, უამრავი ხალხი შეიკრიბა, იქაური უბრალო მაცხოვრებლები, რომლებიც მთელი ძალით ცდილობდნენ მანქანის წყლიდან ამოყვანას და შეძლეს კიდეც. ჯიბეში რაც ფული მქონდა მადლობის ნიშნად ვცადე მიმეცა მათთვის, სოფლებში საკმაოდ გაჭირვებულად ცხოვრობს ხალხი, მაგრამ არ გამომართვეს. მათ კი ბევრი ნამდვილად არ აქვთ. დაახლოებით ოცი კაცი იქნებოდა, სრულიან უსასყიდლოდ მეხმარებოდნენ ამ საშინელი მდგომარეობიდან გამოსასვლელად, იმიტომ, რომ მე მათი სტუმარი ვარ“.

შეგახსნებთ რომ კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი რომელიც ორჯერ იქნა არჩეული კიევის მერად და წარმოადგენს უკრაინის ერთ ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენს და არის უკრაინის მასშტაბით ერთ ერთი ყველაზე ცნობადი ადამიანი, ქობულეთში ცხოვრობს.

ჩერნოვეცკიმ საქართველოში გადმოსვლის პირველივე ეტაპზე დაარსა საქველმოქმქედო ფონდი ,,სოციალური პარნტნიორობა”, რომელიც აქტიურად ანხორციელებს სხვადასხვა სახის საქველემოქედო საქმიანობას საქართველოში. ჩერნოვეცკის ფონდმა დაარსების დღიდან ქველქმოემედებაზე საქართველოში დახარჯა 3 მილიონ ლარზე მეტი.

ჩერნოვეცკის ფონდი აწარმოებს ყველაზე დიდ შინმოვლის პროგრამას საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ყოველდღიურად 500 საწოლს მიჯაჭვული მოხუცი იღებს ექთნის უფასო მომსახურებას, უფასო მედიკამენტებს და საკვებს.

მისი ფონდი ფლობს თბილისში უმაღლესი სტანდარტების დონის საოჯახო ტიპის ბავშთა სახლს. ფონდი ასევე ეხმარება მრავალშვილიან ოჯახებს.

ჩერნოვეცკის ფონდმა 23 ნოემბერს ქობულეთში გახსნა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის პანსიონი, სადაც ცხოვრობენ ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. ისინი იღებენ დამატებით განათლებას და არიან სრულიად უზრუნველყოფილნი ყოველდღიური საჭიროებებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42