,,ნაციონალური მოძრაობის” განცხადება - ,,ეს იყო დაშინებისა და მუქარის მცდელობა”
პოლიტიკა - 13:24, 13 Feb, 2015     2095
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აჭარის პროკურატურის მიერ ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარების“ თავმჯდომარის ირაკლი ბარამიძის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

,,2015 წლის 4 თებერვალს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ” დაკარგა უმრავლესობა.

9 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის წევრების ინიციატივით დაიწყო უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ალექსანდრე ჩიტიშვილის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურა, აქედან 3 დღის შემდეგ, 12 თებერვალს ხელოვნურად შეთითხნილ საქმეზე, აჭარის პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა ფრაქცია `ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარების~ თავმჯდომარე ირაკლი ბარამიძე.

სამსაათიანი დაკითხვის მთავარი თემა 2011 წელს ქედის მუნიციპალიტეტში, ირაკლი ბარამიძის გამგებლობის პერიოდში, საჩოგბურთო კორტებისა და ფრენბურთის მოედნის მშენებლობა იყო.

კითხვები ზოგად საკითხებს შეეხებოდა. კერძოდ, ბეტონის საფარის ხარისხი 250 მარკის ნაცვლად, რატომ აღმოჩნდა 200 მარკის, თუ რატომ იყო მოედნის შესაღებად საჭირო საღებავი სხვა ფირმის, რატომ განხორციელდა ავტომანქანის შეძენა ქედის გამგეობისთვის და სხვა საკითხები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო გამგებლის კომპეტენციასთან და კანონის დარღვევასთან.

ეს იყო დაშინებისა და მუქარის აშკარა მცდელობა უმაღლეს საბჭოში ჩვენს მიერ დაანონსებული საკადრო ცვლილებების განხორციელების ხელშეშლისათვის და პროკურატურის გამოყენებით თანამდებობების შენარჩუნებისათვის“ - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42