„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ საქართველოში კორუფციის რისკი გაიზარდა.
„ნიუპოსტთან“ საუბარში ჭიაბერაშვილის ამის მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.
როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი ამბობს, ამის პირველი მიზეზი სახელმწიფო სტრუქტურების გაუმჭირვალობაა.
„საქართველომ 2003 წლიდან ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, თუმცა რა თქმა უნდა, მაშინდელი ოპოზიცია და დღევანელი ხელისუფლება ლაპარაკობდა აბსურდულ კორუფციაზე. მე არც დღეს მიმაჩნია სწორად ელიტურ კორუფციაზე ლაპარაკი. თუ ქვეყანაში ელიტური კორუფცია არსებობს, ამას მოქალაქეები გრძნობენ სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის დროს ბარიერის წაწყდომისას. სწორედ იმიტომ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს კორუფციის აღქმა დაბალი, რომ არანაირი კორუფცია არ იყო. დღეს კორუფციული რისკები გაიზარდა. როდესაც დღევანდელი მთავრობა ურთულებს ბიზნესს და მოქალაქეებს სხვადასხვა საბუთის მიღებას და ასე შემდეგ, ბუნებრივია, ამ დროს კორუფციის რისკი იმატებს, რადგან ბევრი რამე ბიუროკრატების გადასაწყვეტი ხდება. თუმცა რისკების მატება კორუფციის მატებას არ ნიშნავს. მეორე ფაქტორი არის ის, რომ ძალიან გაუმჭირვალე გახდა სახელმწიფო სტრუქტურებში პროცედურები. თქვენ, როგორც ჟურნალისტს, ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას და ასე შემდეგ უნდა შეგეძლოთ ნებისმიერი ინფორმაციის მიღება. ამ თვალსაზრისით მდგმარეობა გართულებულია“, - ამბობს ჭიაბერაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კორუფციის მატების მიზეზად ასევე თანამდებობაზე ნათესავების დანივნას უკავშირებს.
„ვიდრე მერიის მაღალჩინოსნებს დაიჭერდნენ მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცვია, რომ მერიაში ტენდერებთან დაკავშირებით პროვბლემაა, ასევე პრობლემა იყო ნებართვებთან დაკაშირებით, იყო საუბარი იმაზეც, რომ მერიაში დანიშვნები მოხდა ნათესაური კავშირის მიხედვით. შესაბამისად მივიღეთ ის შედეგი როდესაც საუბარია გამოძალვაზე და ქრთამის აღებაზე მერიის მაღალჩინოსნის მიერ. მე ვვარაუდობ, რომ თუ სამართალდამცველები ყურადღებით არ იქნებიან, რაც ივანიშვილის რეჟიმის პირობებში გამორიცხულია, იმ ტიპის ფაქტები, რომელიც ბოლო დღეებში მოხდა, ბევრს იპოვიან“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა "ნიუპოსტთან" საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები






