აძინბას თქმით, პასპორტების დარიგება უახლოეს სამ თვეში დაიწყება და 2016 წელს დანიშნული თვითმმართველობის არჩევნებისთვის რესპუბლიკის მთელი მოსახლეობის პასპორტიზაცია დასრულებული იქნება.
დე ფაქტო ვიცეპრემიერის განცხადებით, 2005 წლიდან აფხაზეთის შიდა პასპორტი 200 ათასამდე ადამიანმა აიღო და მათი შეცვლის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც 2014 წლის ზაფხულში საპასპორტო-სავიზო სამსახურმა, აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონებში 22,787 მაცხოვრებელი გამოავლინა. რომელთაც პასპორტები კანონდარღვევით ქონდათ მიღებული. საქმე ეხება ეთნიკურ ქართველებს, რომელთაც ისე მიიღეს აფხაზური პასპორტი, რომ უარი არ უთქვამთ საქართველოს მოქალაქეობაზე. ორმაგი მოქალაქეობა კი აფხაზეთში მხოლოდ რუსეთთის ფედერაციასთანაა დაშვებული. აძინბას თქმით ძველ პასპორტებს დაცვის დონეც დაბალი ქონდათ.
მან ასევე დაამატა, რომ პირებს, რომელებიც არ არიან აფხაზეთის მოქალაქეები, მაგრამ ცხოვრობენ აფხაზეთის ტერიტორიაზე დაურიგდებათ ბინადრობის ნებართვა , რომელიც ასევე რუსეთში მზადდება.
აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი მწვანე ფერის იქნება, ბინადრობის ნებართვა კი წითელი.
ამ დროისთვის აფხაზეთის შსს აფხაზეთის მოქალაქეების ელექტრონულ ბაზას ქმნის.
მასალის გამოყენების პირობები






