მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას - აურესკუ
პოლიტიკა - 11:57, 13 Feb, 2015     1430

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბოგდან აურესკუსთან, რომელიც ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია თბილისს.

შეხვედრაზე, საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა რუმინეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტს და მასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ამოცანებს. „რიგის სამიტი გახლავთ მნიშვნელოვანი მოვლენა, სადაც შეჯამდება აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის წარმატებები და გამოწვევები, საქართველოს ამოცანაა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის იყოს ევროპული ტრანსფორმაციის წარმატებული მაგალითი.“ - განაცხადა ერთობლივ პრესკონფერენციაზე თამარ ბერუჩაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბოგდან აურესკუს ნატო-ს უელსის სამიტზე მიღებული “არსებითი პაკეტის” (Substantial Package) განხორციელების პროცესში აქტიური ჩართულობისა და ასევე, რუმინეთის საელჩოს, როგორც საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს მიერ გაწეული საქმიანობისთვის.

ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ მხარდაჭერას ვაფიქსირებთ ევროკავშირის ფარგლებში, მის ყველა წევრ ქვეყანასთან. საქართველო მყარად არის ჩართული ნატო-სთან თანამშრომლობაში, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ხელს შევუწყობთ, რომ მან მოახდინოს იმ ვალდებულებათა პაკეტის წარმატებული იმპლემენტაცია, რაც უელსის სამიტზე იქნა შემუშავებული.“- განაცხადა რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ორმხრივ თანამშრომლობაზე საუბრისას, მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტების განხორციელებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს, 2014 წლის ოქტომბრიდან, ბათუმის და კონსტანცას ნავსადგურებს შორის, პირდაპირი საბორნე მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ ეს გახლავთ შავი და კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

როგორც რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა რუმინეთისთვის საქართველო კავკასიის რეგიონში ერთერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რუმინეთში ვიზიტის დროს, რომელიც 2015 წლის თებერვლის ბოლოს შედგება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42