ვინ გამოკვებავს ჯარს? გრიფით საიდუმლო საკითხი და არარსებული ტენდერი - შაშკინი
პოლიტიკა - 18:38, 12 Feb, 2015     1911
ვინ გამოკვებავს ჯარს და რომელ ახალ კომპანიასთან დადებს ხელშეკრულებას თავიდაცვის სამინისტრო, იქნება ის კერძო თუ სახელმწიფო კომპანია, ამის შესახებ კვლავაც უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სახელწმიფო კომპანია ,,ქართულ კვებასთან“ 14 თებერვალს ხელშეკრულების ვადა იწურება. დღესვე ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ "ქართული კვების კომპანიაში" რებრენდინგი იგეგმება. აქვე საუბარია იმაზე, რომ 14 თებერვალს კომპანიას და თავდაცვის სამინისტროს შორის დადებულ ხელშეკრულებას ვადა ეწურება.

რატომ არის აუცილებელი, რომ ჯარის კერძო კომპანია კვებავდეს და როგორ ხდება თავდაცვის უწყების მიერ კომპანიის შერჩევა. უნდა ყოფილიყო თუ არა ტენდერი აქამდე გამოცხადებული, თუკი 14 თებერვალს ხელშეკრულების ვადა იწურებოდა, რა გრიფი საიდუმლო საკითხი განიხილეს მთავრობის სხდომაზე და ხომ არ უკავშირდება ის კომპანიას, რომელიც ქართული ჯარის კვებაზე იზრუნებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,ნიუპოსტი“ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ესაუბრა, რომლის დროსაც, 2012 წელს უკვე დაგეგმილი იყო კერძო კომპანიის შესვლა თავდაცვის უწყებაში და რომელიც ახალი ხელისუფლების პირობებში არ განხორციელდა. დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება გეგმავს კერძო კომპანიის შეყვანას, ეს კარგია, ოღონდ ეს უნდა იყოს სამართლიანად, ტენდერით გამოვლენილი. ხოლო თუკი ხელისუფლება ისევ სახელმწიფო კომპანიას ქმნის, მაშინ ჯარის კვება ისეთივე უხარისხო დარჩება, როგორიც აქამდე იყო.

,,2012 წლის შემოდგომაზე, ჩვენ შევიმუშავეთ რეფორმა, რომლის მიხედვითაც ჯარის კვება მთლიანად, 100%-ით გადადიოდა კერძო კომპანიებზე. მოგეხსენებათ, რომ 2012 წელს და ახლაც ჯარს აჭმევს ორი კომპანია - ერთი სახელმწიფო და მეორე კერძო. 2012 წელს უკვე ოქტომბრიდან ჯარი გადადიოდა არანორმირებულ კვებაზე პროვაიდერების მეშვეობით. სამწუხაროდ ალასანიამ ეს გააჩერა, მან ბევრი ილაპარაკა, რომ ჯარი გადავიდოდა არანორმირებულ კვებაზე, მაგრამ ამისთვის თითი-თითზე არ დადებულა, სამწუხაროდ. ახლა რაც გაკეთდა, ის რომ სახელმწიფო კომპანიამ არ უნდა აჭამოს ჯარს ეს კარგია, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო კომპანიის მაგივრად შემოვა კერძო კომპანია, რომელიც იქნება, ხაზს ვუსვამ, ტენდერის პირობებით და რომელიც იქნება პირველ რიგში ჩატარებული სამართლიანად და არ იქნება ისე, რომ პავლე პეტრეთი შეიცვალოს. სამწუხაროდ, თავდაცვის სამინისტრო არანაირ ინფორმაციას არ იძლევა იმის შესახებ, რომ სახელწმიფო კომპანია ,,ქართული კვების“ მაგივრად შემოდის კერძო თუ კვლავ ქმნიან სხვა სახელმწიფო კომპანიას. თუ ეს იქნება ისევ სახელმწიფო კომპანია, სიტუაცია არ შეიცვლება, ასევე მოიწამლებიან ჯარისკაცები, ასევე იქნება უფრო ძვირი გადახდილი და კვება იქნება უვარგისი“ - აცხადებს შაშკინი.

ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ კერძო კომპანიის შემთხვევაში, გარდა ტენდერისა, აუცილებელია, რომ მას ჰქონდეს სახელმწიფო კონტრდაზვერვის ნებართვა. შაშკინი ეჭვობს, რომ ტენდერი არ ჩატარდება, კერძოდ მისი თქმით, მთავრობის სხოდმაზე საუბარი იყო გრიფით საიდუმლო საკითხზე, რაც არ არის გამორიცხული, სწორედ ახალ კომპანიას უკავშირდებოდეს.

,,ტენდერი ჩატარდება იმ კომპანიებს შორის, რომელსაც აქვთ სახელმწიფო კონტრდაზვერვის ნებართვა, მაგრამ მე პირადად, ძალიან მაეჭვებს ის, რომ 14-ში თუ უწყდება კომპანიას ხელშეკრულება, ვინმე ხომ უნდა შევიდეს და აჭამოს ჯარს? ჩვენ არ გვსმენია არაფერი ახალი ტენდერის ჩატარების შესახებ, ტენდერი რომ ტარდება ეს არის ღია ინფორმაცია. ხაზი მინდა გავუსვა, რომ არის სამი ვარიანტი, პირველი გასაგებია, რომ უშვებენ ,,ქართულ კვებას“ და მის მაგივრად ვთქვათ შემოდის ახალი სახელმწიფო კომპანია, რომელიც ტენდერის გარეშეა, მეორე ვარიანტია, როცა ტენდერი უნდა გამოაცხადონ, რაც სწორია და ამას ვაპირებდით ჩვენც, როცა ყველაზე დაბალი ფასით და ხარისხიანი კვებით შემოდის კომპანია, რომელიც კერძოა და მესამე ვარიანტია, მთავრობის დადგენილება, რომელიც არის გრიფით საიდუმლო. სახელმწიფო კომპანიას არ სჭირდება ტენდერი. ამიტომ აღვნიშნე, რომ მთავრობაზე დღეს გაიტანეს საიდულო გრიფით საკითხი. მე ვვარაუდობ, რომ ტენდერი არ იქნება. ძალიან საეჭვოდ დაემთხვა დღეს მთავრობის სხდომას ერთი ის, რომ ,,ქართულ კვებას“ უწყვეტენ ხელშეკრულებას და მეორე, როცა იყო საკითხი გრიფით საიდუმლო. ეს საეჭვო დამთხვევაა“ - აცხადებს შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42