კახა კალაძე ბაქოში „სამხრეთ გაზის დერეფნის“ საკოორდინაციო საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს
პოლიტიკა - 17:42, 12 Feb, 2015     1485
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაქოში „სამხრეთ გაზის დერეფნის“განხორციელების მიზნით შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს.

მინისტერიალში „სამხრეთ გაზის დერეფნის“ განხორციელაბაში ჩართული ქვეყნები მონაწილეობენ. მხაარებმა შეხვდრაზე იმსჯელეს „სამხრეთ გაზის დერეფნის“ რეალიზების,„შაჰ-დენიზის“ მეორე ფაზის ამოქმედებისა და ევროკავშირისათვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების ალტერნატიული მარშრუტის განვითარებასა და მის მნიშვნელობაზე.

„მიხარია, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდებისდივერსიფიკაციის პროცესში ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენს სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად.ჩვენ მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ, შევისწავლოთ და განვიხილოთ ყველა პრობლემა,მათი გადაჭრის გზები და ამ მხრივ წვლილი შევიტანოთ იმ საერთო მიდგომის ჩამოყალიბებაში,რომელიც “სამხრეთ გაზის დერეფნის” პროექტის შეუფერხებლად განვითარების აუცილებელიწინაპირობაა „- მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა კახა კალაძემ.

ენერგეტიკის მინსიტრი სიტყვით გამოსვლისას ასევე შეეხო საქართველოს როლს „სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტის განხორციელებაში . მისი თქმით „სამხრეთ კავკასიური გაზსადენისსისტემის“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები გაცილებით მასშტაბურია და უაღრესად მნიშვნელოვანი , როგორც პროექტში ჩართული სხვა ქვეყნებისათვის - ასევესაქართველოსთვის . ინვესტიციები, დასაქმება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობა სწორედაც რომ არის ის შედეგი, რასაც ჩვენ ყველა ველოდებით.

შეგახსნებთ, შაჰ-დენიზის პროექტის ფარგლებში საქართველოში 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, საიდანაც 400 მლნ აშშ დოლარის მომსახურებისა და საქონლის შეძენა უშუალოდ საქართველოში მოხდება.

პროექტი მშენებლობის ეტაპზე 2000, ხოლო დასრულების შემდეგ 130 სამუშაო ადგილს შექმნის. შედეგად 2019 წლიდან საქართველო მიიღებს ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს შეღავათიან ფასად.

ვიცე-პრემიერის/ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის სამუშაო ვიზიტი ბაქოში ორ დღიანია და 13 თებერვალს დასრულდება.

ვიზიტის ფარგლებში კახა კალაძე უკვე შეხვდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ენერგეტიკის საკითხებში და მსოფლიოში ნავთობისა და გაზის სექტორში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის BP-ის წარმომადგენლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42