"ქართული კვების კომპანიაში" რებრენდინგი იგეგმება. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აქვე საუბარია იმაზე, რომ 14 თებერვალს კომპანიას და თავდაცვის სამინისტროს შორის დადებულ ხელშეკრულებას ვადა ეწურება.
"შპს „ქართული კვების კომპანიის“ უმთავრესი პრიორიტეტი მუშა პროცესების ეფექტური მართვა და კვების ხარისხის მაქსიმალური ამაღლებაა. ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კომპანიაში იგეგმება მთელი რიგი ღონისძიებების გატარება, მათ შორის რებრენდინგი.
ბოლო 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა თანამშრომელთა სამუშაოპროცესზე დაკვირვება, თანამშრომელთა აბსოლუტური უმრავლესობა შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებით. ასე რომ, ინფორმაცია 300 ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
გაცნობებთ, რომ 2015 წლის 14 თებერვალს შპს „ქართული კვების კომპანიას“ თავდაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების ვადა უმთავრდება. აქედან გამომდინარე, კომპანიის ყველა თანამშრომელს ავტომატურად უმთავრდება შრომითი ხელშეკრულება (2015 წლის 14 თებერვალს). რაც შეეხება „ქართული კვების კომპანიაში“ დასაქმებულ პირებს, ამ დრომდე უკლებლივ ყველა თანამშრომელი კომპანიის თანამშრომლად ირიცხება.
რაც შეეხება ახალ კომპანიას, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია პრეს-კონფერენცია, სადაც დეტალურად მოხდება მის შესახებ სრული ინფორმაციის გავრცელება", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






