აჭარის უმაღლესი საბჭოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ბარამიძე პროკურატურაში დაიბარეს. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება ყოფილ გამგებელს კითხვებს 2011 წელს ქედაში კორტების აშენებასთან დაკავშირებით დაუსვამს.
პარტიაში კი აღნიშნულ ფაქტს მედეა ვასაძის უმრავლესობიდან გასვლით საკანონმდებლო ორგანოში ძალთა ბალანსის დარღვევას უკავშირებენ.
„მივმართავთ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს, თავი დაანებონ პროკურატურის გამოყენებით უმრავლესობის შენარჩუნებას. საკუთარი თანამდებობისა და კეთილდღეობის გახანგრძლივებისთვის ნუ ინადირებენ თითოეულ ხმაზე უმაღლეს საბჭოში და ნუ შეეცდებიან პოლიტიკური ოპონენტების უღირსი მეთოდებით განადურებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უკანონო მოქმედებები ბუმერანგივით დაუბრუნდებათ უკან. ჩვენ კი დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ მიუხედავად ზეწოლისა და გადაბირებისა", განაცხადა უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






