პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაფიქსირებულ პოზიციას იზიარებს.
კობახიძის თქმით, როდესაც განცხადება კეთდება, რომ თავდაცვის სამინისტროში კრიმინალები მუშაობენ, ეს შეტევაა სწორედ ძალოვან უწყებებზე.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ კარგი იქნება თუკი მინისტრები მკაფიო განცხადებებს გააკეთებენ უწყებებში მიმდინარე პროცესებზე, რადგან საზოგადეობას ეჭვი არ დარჩეს.
„ეს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრხოებას აზიანებს. ძალოვან უწყებებზე სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა დგას. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, კარგი იქნება თუკი მინისტრები მკაფიო განცხადებებს გააკეთებენ უწყებებში მიმდინარე პროცესებზე, რადგან საზოგადეობას ეჭვი არ დარჩეს. თუკი რომელიმე მაღალჩინოსანს რომელიმე საქმეში ბრალი მიუძღვის, ეს უნდა იყოს დადასტურებული სასამართლოს მიერ და არა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაჟღერებული. არ შეიძლება ადამიანების უდანაშაულობის პრეზუმფცია დავარღვიოთ. როდესაც განცხადება კეთდება, რომ თავდაცვის სამინისტროში კრიმინალები მუშაობენ, ეს შეტევაა სწორედ ძალოვან უწყებებზე“ - განაცხადა მანანა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






