"ინვესტორი საქართველოში არ ჩამოდის ქველმოქმედად, ის ჩამოდის, რომ მოგება ნახოს“
პოლიტიკა - 16:40, 12 Feb, 2015     1650

პარლამენტის თავმჯდომარე "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" პარლამენტში არსებული კანონპროექტის შესახებ განმარტებებს აკეთებს.

მისი თქმით, კანოპროექტზე მუშაობა წელიწადნახევარია მიმდინარეობს, თუმცა ყველაფრის კარგად გააზრება და თითოეული დებულების ახსნა-განმარტებაა საჭირო.

"საქმე ეხებოდა მემკვიდრეობით უცხოელი მოქალაქის მიერ მიღებულ ქონებას. ერთი მხრივ, სამემკვდრეო სამართლის შესაბამისად მან მიიღო მემკვიდრეობა და ამასში იყო სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მეორე მხრივ, მოქმედი კანონმდებლობა მას ავალებდა, რომ 6 თვის განმავლობაში უნდა გაესხვისებინა სასოფლო-სამეურნეო მიწა, ვინაიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეს კანონით მიწის შეძენის უფლება არ ჰქონდა. ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა. კონსტიტუციის ნორმა ადგენს, რომ კერძო საკუთრება არის ხელშეუხებელი და საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზოგადად უცხოელი მოქალაქისთვის მიწის საკუთრების აკრძალვა, ეს ვერ ჯდებოდა იმ კატეგორიაში, რასაც მაღალი საზოგადოებრივი აუცილებლობა ჰქვია", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ მოდელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკა მიწასთან მიმართებაში ძალიან მრავალფეროვანია, სპეციფიკურ არგუმენტებზეა აწყობილი.

"ჩვენ ასე უნდა მოვიქცეთ. უნდა გავითვალისწინოთ ყველა ასპექტი, მათ შორის, მიწასთან დაკავშირებული ეკონომიკური ფაქტორები. თუ ქვეყანაში წისვლა გვინდა, ეს ეკონომიკის აღმავლობამ უნდა მოიტანოს. სასოფლო-სამეურნეო და ზოგადად, მიწა ეს წარმოების აუცილებელი ფაქტორია. ტექნოლოგიები კი განვითარდა, თუმცა ღრუბელში აფრენილი ადამიანები ბიზნესს ვერ აკეთებენ, მიწაზე დგას ქარხანა, მიწა არის ბიზნესის აუცილებელი საშუალება, ამიტომ, ერთი მხრივ, ჩვენ გვჭირდება ინვესტიციები. ეს არის გარდაუვალი ამბავი იმიტომ, რომ ჩვენი შიდა რესურსით ჩვენი ეკონომიკის ფეხზე დაყენება სრულიად წარმოუდგენელია. არ დასტურდება ის, რომ ქართველ ხალხს მამა-პაპის დანატოვარი რაღაც განძები ჰქონდეს სკივრებში ჩამალული და ახლა თუ ვითარება შეიცვლება, ამოვიღებთ ამ განძეულს და ამით მოვახდენთ ინვესტირებას ჩვენს ეკონომიკაში. არც ის ჩანს, რომ რაიმე ისეთი რესურსი გვაქვს, რომელიც შეგვაქმნევინებს ისეთ ფონდებს, როგორიცა აქვს აზრებაიჯანს და ყაზახეთს ნავთობიდან შემოსვლები, რომლიდანაც მერე ხდება სხვა საჭიროებების დაფინასება და ბიზნესებისთვის ხელშეწყობა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ჩვენ გვინდა, რომ გავცდეთ იმ ეპოქას, როდესაც თოხი გვიჭირავს ხელში და სიმინდი მოგვყავს და რომ ცოცხლები გადავრჩეთ, გვჭირდება ინვესტიციები.

"ინვესტორი უნდა მოიხიბლოს. ის არ ჩამოდის საქართველოში ქველმოქმედად, რომ ჩვენ დაგვიტოვოს თავისი ფული, ის აქ ჩამოდის იმიტომ, რომ მანაც მოგება ნახოს. მოკლედ, ამ თვალსაზრისით საჭიროა მკაფიო კრიტერიუმების ჩამოყალიბება", - განაცხადა უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42