დავით საყვარელიძე მის ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 16:16, 12 Feb, 2015     5796

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით საყვარელიძე უკრაინაში ახლადშექმნილი ანტიკორუპციული ბიუროს თავმჯდომარის ვაკანტური პოზიციის კონკურსში მონაწილეობაზე თანახმაა.

ამის შესახებ საყვარელიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემო ძვირფასებო, ხანგრძლივი ფიქრის და განსჯის შემდეგ, ჩვენს გუნდთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება დავთანხმდე მეგობრების და კოლეგების თხოვნას და მონაწილეობა მივიღო უკრაინაში ახლადშექმნილი ანტიკორუპციული ბიუროს თავმჯდომარის ვაკანტური პოზიციის კონკურსში. ბევრისთვის ალბათ გაუგებარი გადაწყვეტილებაა, ბევრისთვის კიდევ გასახარი და მისაღები.

უკვე 33 წელია რაც ვუყურებ, როგორ იბრძვის ღირსეული არსებობისთვის ჩემი ქვეყანა. წლებმა გვაჩვენა, რომ როგოც საქართველოს ისე უკრაინის ფრონტის ხაზი ბოლო წლებია გაერთიანდა. ვისაც არ ესმის საქართველოს და უკრაინის საერთო ხვედრი, მომავალი და დღეს გადასალახი ჩვენი საერთო პრობლემები, გამიჭირდება იმის ახსნა, თუ რატომ ჩავთვალე საჭიროდ საკუთარი ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლა და სხვა სახელმწიფოში სამუშაოდ გადასვლა. რაც მთავარია ქართული პოლიტიკის დატოვება.

არც იმას დაგიმალავათ, რომ უკვე რთულად წარმომედგინა ჩემი სამართალდამცავ სისტემაში დაბრუნება… თუმცა ისევ ჩვენი გამოცდილი და გამობრძმედილი გუნდის იმედით და მხარდაჭერით მივიღე გადაწყვეტილება.

გულახდილად გეტყვით, მიმაჩნია, ჩემი ეს ნაბიჯი ბრძოლის უფრო აქტიურ ფაზაში გადასვლას უკავშირდება. ამჯერად უკვე უკრანაში.

საქართველოს და უკრაინის საერთო ფრონტის ხაზი არ მოიცავს მხლოდ აფხაზეთს, სამაჩაბლოს, დონეცკს, ლუგანსკს და ყირიმს. მივიღე რა შემოთავაზება უკრაინელი პარტნიორებისგან, გადავწყვიტე ჩავება ბრძოლის არანაკლედ მნიშვნელოვან მიმართულებაში: უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლაში. ვეცდები ჩვენს გუნდთან ერთად მაქისიმალურად დავიხარჯო უკრაინაში სამართლიანი და საზოგადოების ინტერესებისთვის მებრძოლი ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში.

მიმაჩნია, რომ იმ გამოცდილებით და ცოდნით რაც ახალი ქართული და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობისას ჩემს თანამებრძოლებთან ერთად მივიღე, შევძლებ ბრძოლის მნიშვნელოვანი ფლანგი გავამაგრო.

რთულია უკრაინაში უყურო იგივეს, რასაც ჩემი სამშობლო განიცდიდა და დრემდე უხდება თავისუფლებისთვის ესოდენ დიდი ფასის გადახდა. ასევე რთულია შეეგუო სახელმწიფოს წინსვლის შემაფერხებელ კორუფციის გაუგონარ მასშტაბებს. ამით პირელ რიგში ჩვენი ქვეყნების საერთო მტერი ხეირობს.

მტკიცედ მჯერა, რომ თუ აქაც შევძლებ თუდაც ერთი აგურის დადებას უკრაინული სამართალდამცავი ინსტიტუტების მშენებლობაში.

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის წარმატება, გამართულ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, ახალ ბიძგს მისცემს თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ქვეყანას ახალი, უფრო თამამი რეფორმების გატარებისთვის. საქართველოსთვის კი უბრალოდ თავის ბრძოლის გაგრძელებაა - ეს ერთი ფრონტია! აფხაზეთი, ყირიმი, ცხინვალი და ლუგანსკი, ქურდული სამყარო და ტოტალური კორუპცია - ეს ერთი მტრის, ერთი გამოწვევის სხვადასხვა მხარეებია და სადაც არ უნდა ვიბრძოლოთ, მოწინააღმდეგეც და მოკავშირეც ამ ბრძოლაში ერთი და იგივეა!

ვემსახურებოდი, ვემსახურები და სიცოცლხის ბოლომდე გავაგრძელებ საქართველოს სამსახურს და მისთვის ბრძოლას! არ დაგიმალავთ და ამაყი ვარ, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირის წარსულში ერთ-ერთ ჩამორჩენილ ქვეყანას, მის რფორმებს, აშენებულ თავმოყვარე სახელმწიფოს წარმატებულ მოდელს, დღეს იმდენად დიდი აღიარება აქვს რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში ჭკუას გვეკთხებიან და უშუალოდ საკუთარი ქვეყნების აღმშენებლობის საქმეში დახმარებას გვთხოვენ. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც 2003 წლიდან დღემდე თავდაუზოგავად, საკუთარი ენერგიის, სიცოცხლის და თავისუფლების დათმობის ხარჯზე ამას მიაღწია! ვთვლი რომ ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა და პატივი მონაწილეობა მივიღო ასეთი არაჩვეულებრივი და უდიდესი პოტენციალის მქონე ქვენის მშენებლობაში, როგორიც უკრაინაა. გპირდებით რომ გავაკეთებ ყველაფერს, რათა ჩემი და ჩვენი გუნდის მიერ შეტანილი წვლილი ორი ქვეყნის ერთად ბრძოლის და მეგობრობის გამორჩეული მაგალითი იყოს!

რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას; ჩემი გული სული და შეგნება იდეებზე და ღირებულებებზე დაფუძნებულ ღირსეულ ადამიანთა გაერთიანებაში რჩება. ეს პარტია არც მეტი და არც ნაკლები ჩემი ოჯახია! ძალიან მიყვარხართ და სულ მალე საქართველოსა და უკრაინის გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ wink emoticon

თქვენი დათო საყვარელიძე“, - წერს საყვარელიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42