ირანის ბირთვული ობიექტი დივერსიულმა აფეთქებამ გაანადგურა
მსოფლიო - 12:31, 27 Jan, 2013     985

 

ბირთვული ცენტრის 240 თანამშრომელი ნანგრევებში მოჰყვა და გარესამყაროს მოწყვეტილია. ამის შესახებ შაბათს ინფორმაცია ამერიკულმა პორტალმა WND-მ გაავრცელა და წყაროდ ირანის დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დაასახელა.

 

პორტალის წყაროს ცნობით, ეს ინფორმაცია მან ფორდოში განთავსებული ობიექტის ერთ-ერთი მცველისგან მიიღო, რომელიც აფეთქების დღეს არ მორიგეობდა. მისი თქმით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ 5 კმ-ის რადიუსში ყველა შენობა მნიშვნელოვნად დააზიანა.
აფეთქების შემდეგ ირანის ხელისუფლებამ აფეთქების ადგილიდან 24 კმ-ის რადიუსის ტერიტორია დახურულ სამხედრო ზონად გამოაცხადა. რამდენიმე საათის განმავლობაში შეჩერებული იყო მოძრაობა ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, რომელიც თეირანს შიიტების წმინდა ქალაქ კუმთან აკავშირებს.

 

ბირთვული ობიექტის იმ თანამშრომელთა შესახებ, რომლებიც აფეთქების შედეგად მიწისქვეშ ცოცხლად დამარხულები აღმოჩნდნენ, ბოლო ინფორმაციის გაგება ოთხშაბათს მოხერხდა - მაშველები ვერ ახერხებდნენ სიღრმეში ჩაღწევას.

 

ბირთვული ობიექტის ლაბორატორიები, სადაც ურანის გამდიდრების პროცესი მიმდინარეობს, მიწის ქვეშ 90 მეტრის სიღრმეში მდებარეობს. გარესამყაროსთან ამ ლაბორატორიებს მხოლოდ ორი კოშკურა აკავშირებს, რომლებიც მთლიანად განადგურებულია. 
განადგურებულია ასევე საავარიო გასასვლელებიც.

 

წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერებების კონცენტრირება ლაბორატორიებსა და კოშკურებთან მიზანმიმართულად, თანდათანობით ხდებოდა და აფეთქებაში, სავარაუდოდ, აშშ-ისა და ისრაელის სპეცსამსახურების ხელი ურევია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42