"პრემიერს სჩვევია, რომ საკუთარი უნიათობა და უუნარობა სხვებს გადააბრალოს"
პოლიტიკა - 15:14, 12 Feb, 2015     1500

"თავისუფალი დემოკრატები" არაკვალიფიციურს უწოდებენ პრემიერის განცხადებას, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა ისინი მინდია ჯანელიძის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.

ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"პრემიერის დღეევანდელი განცხადება, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს მის არაკვალიფიციურობაში. მას სჩვევია, რომ საკუთარი უნიათობა და უუნარობა სხვებს გადააბრალოს და პასუხისმგებლობა თავად არაფერზე აიღოს. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზუმბაძეს და გრიგალაშვილს საერთოდ არ უმუშავიათ თავდაცვის სმინისტროში და ეს მხოლოდ პრემიერ - მინისტრის ფავორიტი მინისტრის საკადრო აღმოჩენაა. სწორედ ჯანელიძემ დაასაქმა მაღალ თანამდებობზე გახმაურებული საქმეების პროკურორ-გამომძიებლები. პრემიერმა დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რომელიც ადასტურებს, რომ ის მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით აფასებს ადამიანებს. დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა მითითება მისცა თავდაცვის მინისტრს, რომ თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით დაახარისხოს და ისე გაუშვას სამსახურებიდან.

ის მიდგომები, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უკეთებს დემონსტრირებას, ძირს უთხრის ძალოვან სტრუქტურებს. აქვე ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ პოლიციაში არსებულ ვითარებაზე მთლიანად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მაშინდელმა შსს მინისტრმა ღარიბაშვილმა. მთავარი რაც საფუძველს ურყევს სამართლდამცავებს არის სწორედ ის, რაც პრემიერისგან დღეს ჩვენ გვესმის.

რაც შეეხება ირაკლი ალსანიას, საზოგადოებას გავახსენებთ, რომ სწორედ ის იყო ერთადერთი მინისტრი, რომელმაც ერთპიროვნული გადაწყვეტილება, მიიღო და თანამდებობიდან გაათავისუფლა ის 10 მაღალჩინოსანი, რომლებიც ოჯახის განცხადებით, ჩართულნი იყვნენ სერგო თეთრაძის მკველობის საქმეში", - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42