„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე რუსეთთან მჭიდრო კავშირშია.
ამის შესახებ თარგამაძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.
კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან დეპუტატი თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი ცნობილი მალე გახდება.
„ვარწმუნებ ჯერ კიდევ პრემიერს, დროთა განმავლობაში გამოაშკარავდება ძალიან ბევრი ფაქტი იმისა, რომ ჯანელიძე დისკრედიტირებული ფიგურა კი არ არის, მე არ გამოვრიცხავ, რომ მისი პირდაპირი კავშირები გამოვლინდეს რუსეთთან. ამიტომ ნაადრევად საუბრობს ღარიბაშვილი ვინმეს მხრიდან სპეციალურად გამიზნულ დისკრედიტაციაზე. ბევრია ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ჯანელიძე მჭიდრო კავშირშია რუსეთთან. არ გამოვრიცხავ, ის მათი მოთხოვნით იყოს დანიშნული. როგორც ვატყობ ეს თავისით ამოდის ზედაპირზე და მალე ყველაფერი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება“, - განაცხადა თარგამაძემ.
შეგახენებთ, პრემიერ-მინისტრმა "ნაციონალები" და ალასანიას გუნდი მინდია ჯანელიძის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.
მასალის გამოყენების პირობები






