"ზაქარია ყოველთვის სიმართლეს უებნება საზოგადოებას, ბევრი სხვა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსისგან განსხვავებით“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტის კითხვების საპასუხოდ განაცხადა, სადაც საუბარი იყო იმაზე, თუ რატომ არ იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურა შეთანხმებული უმრავლესობასთან.
"რაც განვაცხადე რამდენიმე დღის წინ, დაადასტურეს დიმიტრი ხუნდაძემ, ელისო ჩაფიძემ და 16-მა დეპუტატმა. ზაქარია ყოველთვის სიმართლეს ეუბნება საზოგადოებას, ბევრი სხვა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსისგან განსხვავებით, რომლებიც უმრავლესობის სახელით კადრულობენ მოლაპარაკებებს და ამ დროს უმრავლესობის წევრებს ვერ აყენებენ საქმის კურსში. სიმართლე დადასტურებულია, თუკი კიდევ ვინმეს მეტი დეპუტატის აზრის გაგონება სურს, კითხონ იყო თუ არა ეს საკითხი უმრავლესობის ფორმატში განხილული და შეჯერებული...თუ პარლამენტის წევრი საკუთარ უფლებებს ვერ დაიცავს, ის ვერ დაიცავს ხალხის უფლებებს. შეშინებული პარლამენტარი თავისუფალ ქვეყანას ვერ ააშენებს. ეს არის ჩვენი კრედო", - განაცხადა ქუცნაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






