ქალაქ გორის ადმინისტრაციული საზღვრის დაზუსტება დასრულდა
პოლიტიკა - 12:05, 12 Feb, 2015     1203

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ გორის ადმინისტრაციული საზღვრის დაზუსტების პროექტი დაასრულა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპოვებული სრული მონაცემები ქალაქ გორის მერიას გადაეცა.

პროექტის ფარგლებში ზუსტად დადგინდა საზღვარი ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტს შორის. სამომავლო განვითარების მიზნით კი ქალაქ გორს მეზობელი სოფლების გარკვეული ტერიტორიები (750 ჰექტარი) შეუერთდა.

ადმინისტრაციული საზღვრის დაზუსტების პროცესში საჯარო რეესტრის სპეციალისტებმა ქალაქის საზღვარი მაღალი სიზუსტის გეოდეზიური ხელსაწყოების საშუალებით და GPS სადგურების ქსელის გამოყენებით აზომეს. პარალელურად, საზღვრის ხაზის ძირითადი წერტილები ადგილზე სპეციალური მიწისქვეშა პუნქტების საშუალებით დამაგრდა და მათი კოორდინატების კატალოგი მომზადდა.

საზღვრის დაზუსტების შემდეგ, NSDI -ს პროექტის ფარგლებში, ქ. გორში გზათა ქსელის, სამისამართო მონაცემების, ჰიდროგრაფიის, საკომუნიკაციო ქსელისა და სხვა მონაცემების წარმოებაც დაიწყება. პროექტის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება საზღვრის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, დადგინდება მუნიციპალიტეტისგანსაკარგავი ტერიტორია და საკუთრების რეგისტრაციის უფლებამოსილება, მოწესრიგდება მიწის ნაკვეთების მისამართები და სარეგისტრაციო ზონის საზღვრები, მოხდებამონაცემების სტანდარტიზაცია და მათი სწორი წარმოება.

გორის საპილოტე პროექტის შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი საბაზისო ინფორმაცია საკადასტრო და ადმინისტრაციულ, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო, სამისამართო, დემოგრაფიულ და სხვა მონაცემებს გააერთიანებს. ქალაქ გორში განხორციელებული საპილოტე პროექტის წარმატება ხელს შეუწყობს NSDI-ს პროქტის ქვეყნის მასშტაბით განხორციელებას. პარალელურად, შეიქმნება ლოკალური გეოგრაფიული მონაცემების ადგილობრივ დონეზე წარმოების წარმატებული პრეცედენტი, რაც სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც საუკეთესო მაგალითი და სტიმული იქნება.

პროექტი ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის მჭიდრო ჩართულობით მიმდინარეობს. თანამშრომლობის ფარგლებში სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის 8 თანამშრომლისთვის თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში გეოინფორმაციული სისტემებისა და გეოდეზია-კარტოგრაფიის მიმართულებით კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგებიც ჩაატარა. კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგებოდა. კადრების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად სააგენტომ გორის თვითმმართველობის შესაბამისი სამსახური ყველა იმ მატერიალურ-ტექნიკური საშუალებით აღჭურვა, რომელიც სივრცითი მონაცემების წარმოებისთვისაა საჭირო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42