ქუცნაშვილმა მოსამართლეობის სურვილი არ გაგვიმხილა - საგანელიძე
პოლიტიკა - 11:47, 12 Feb, 2015     1670

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უმრავლესობაში დაპირისპირებას უარყოფს.

ამის შესახებ საგანელიძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.

მან ზაქარია ქუცნაშვილის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ქუცნაშვილთან საუბარი არ ჰქონია.

"ბოლო სამი დღეა, ერთად ვართ და კითხვა არ დაუსვამს. ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როდესაც უცხოეთში ვიგებ სააგენტოების საშუალებით, რომ ასეთი განცხადებები კეთდება. ალბათ, ვერ გაერკვა სიტუაციაში. კარგია, რომ კომუნიკაცია ჰქონდეთ, ხშირად იარონ პარლამენტში. მე არ ვთვლი დაპირისპირებად. ქუცნაშვილს, ალბათ, ჰქონდა ამის სურვილი, მაგრამ არ გაამხილა," - განაცხადა საგენელიძემ.

საგანელიძე მისი თანამდებობის დატოვების შესაძლებლობასაც ეხმიანება.

"თუ ვინმე ჩათვლის, რომ დათო საგანელიძემ უნდა დატოვოს უმრავლესობის ლიდერის პოსტი, ესეც კარგია იმიტომ, რომ ყველას თუ უყვარხარ, ესე იგი მაინცდამაინც კარგი ადამიანი არ ხარ. ასეთი სამი-ოთხი უმრავლესობაშიც არის. უმრავლესობა თუ გადაწყვეტს, მაშინ მოდით და ვისაუბროთ," - განაცხადა საგანელიძემ.]

შეგახსენებთ, დეპუტატი დავით საგანელიძე, "ქართული ოცნების" ლიდერებმა უზენაესი სასამართლოს თავჯმდომარეობის კანდიდატებზე, პრეზიდენტთან წარმოებული მოლაპარაკებების პროცესის შესახებ გუნდის იდეების უგულებელყოფაში დაადანაშაულეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42