საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საგანგებო განცხადება
პოლიტიკა - 10:53, 12 Feb, 2015     1967

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის 18 დეპუტატი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ჩვენ, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, ვირჩევთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. ამიტომ ჩვენ კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებისას ვალდებული ვართ ვიხელმძღვანელოთ ქვეყნის ძირითადი კანონით დადგენილი წესებით. მოქალაქეობრივი კუთვნილების, ასაკობრივი, საგანმანათლებლო და სპეციალობით (პროფესიით) მუშაობის კონსტიტუციით დაწესებული ცენზების დაცვით.

გვინდა განვაცხადოთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა შერჩევის დამატებითი კრიტერიუმები უმრავლესობის ფარგლებში არც განხილული და არც შეთანხმებული არ ყოფილა. უმრავლესობის წევრები ამის შესახებ პოსტ-ფაქტუმ ვიგებთ.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ოთხი დამატებითი კრიტერიუმიდან ერთი -„კანდიდატი თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენისგან“, გაგებული იქნა, როგორც პოლიტიკური საქმიანობით დაკავებული პირების, ადგილობრივ თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში მომუშავე ადამიანების მდგომარეობის ამსახეველად და აქედან გამომდინარე, დამაბრკოლებელ გარემოებად კანდიდატურების შერჩევისას.

მიგვაჩნია, რომ ეს არაკონსტიტუციური კრიტერიუმია. ეწინააღმდეგება, როგორც კონსტიტუციას, ასევე ლოგიკასაც. კანონი არ უკრძალავს არც პარტიის წევრს, არც ადგილობრივ ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოში არჩეულ თუ დანიშნულ მოხელეს ან კიდევ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირს შეცვალოს თავისი საქმიანობის სფერო. ვერავინ ვერ იქნება გარანტი იმისა, რომ თუნდაც ე.წ. „არაპოლიტიკური“ სფეროდან შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ არ მოექცევა. დისკრიმინაციული სეგრეგაცია მიუღებელია. ყველა ჩვენთაგანი დიდი სიფრთხილით მოვეკიდებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას. ჩვენს მიერ მიცემული ხმა იქნება ახალი 10-წლიანი სასამართლო ისტორიის დასაწყისი, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოაყალიბოს სამართლებრივი სახელმწიფო. ეს თითოეული ჩვენთაგანისთვის, რომლებიც სწორედ სამართლიანობისთვის ვიბრძოდით, უზომოდ პრინციპული საკითხია“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საპარლამეტო უმრავლესობის წევრები - დიმიტრი ხუნდაძე, მირიან წიკლაური, დავით ლორთქიფანიძე, ელისო ჩაფიძე, ლერი ხაბელოვი, შოთა ხაბარელი, სოსო ჯაჭვლიანი, ვალერი გელაშვილი, ზვიად ზვიადაური, თენგიზ ხუბულური, თეიმურაზ ჩხაიძე, კარლო კოპალიანი, დემურ ბაშალეიშვილი, დარეჯან ჩხეტიანი, გოგი ქავთარაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42