"სამართლიანი არჩევნები" თვითმმართველობის ორგანოებში საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსების მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს დღეს წარმოადგენს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ მონიტორინგი 49 მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში ჩაატარა.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ საჯარო ინფომრაციის მოპოვება მათ საკმაოდ გაუჭირდათ.
„გარკვეულმა მუნიციპალიტეტებმა საერთოდ არ მოგვცეს გასაუბრებაზე დაკვირვებების შესაძლებლობა, ხოლო ნაწილმა შეზღუდვით. ანგარიშში ვსაუბრობთ კონკურსანტთა მიმართ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის შემთხვევებზე და სხვა ტიპის ტენდენციებზე, როდესაც თანაბარ პირობებში მყოფი კონკურსანტების მიმართ არათანაბარი დამოკიდებულება გამოიჩინა კომისიამ,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






