ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს, "ეროვნული ბანკის" პრეზიდენტთან ერთად, დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში, იბარებენ.
უმრავლესობის აზრით პრობლემის მოგვარება ხელისუფლებასთან თანამშრომლობით უნდა მოხდეს
„ყველა უნდა ვეცადოთ ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას. ვგულისხმობ ინვესტიციების მოზიდვას, ექსპორტის ხელშეწყობას. ნებისმიერი სახეობის სესხის შემთხვევაში ეს ცვლილებები გარკვეულად იმოქმედებს,“ - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
საპარლამენტო უმცირესობა "ეროვნული ბანკის" განცხადებებს დაგვიანებულად მიიჩნევს და თვლის, რომ ირაკლი ქადაგიძეს მოსალოდენლი საფრთხის შესახებ მანამდე უნდა ესაუბრა.
„კიდევ ერთხელ შევხვდებით "ეროვნული ბანკის" პრეზიდენტს და ფინანსთა მინისტრს, რომ კიდევ ერთხელ მოვისმინოთ, თუ რას გვეტყვიან ისინი არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს ჩარევა, ჩემი აზრით, ცოტა დაგვიანებულია და შეიძლებოდა უფრო ადრეც ყოფილიყო, რაც უფრო წაადგებოდა საქმეს,“ - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






