თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, გარკვეულ ექსპერტებს და მედია საშუალებებს საზოგადოების სიცრუეში შეყვანასა და მიზანმიმართულ კამპანიაში დაადანაშაულა.
ამის შესახებ, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ, მთავრობის სხდომაზე განცხადა. მისი განმარტებით ნატოს ხელმძღვანელობის მიერ საქართველოს აქტივობა იმპლემენტაციის კუთხით ფასდება როგორც უპრეცენდენტო.
„მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, განსაკუთრებით რამდენიმე ე.წ. ექსპერტი და მედიასაშუალება აქტიურობს. სინამდვილეში სამინისტროში პროცესები მიდის გეგმის მიხედვით და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.
ვრცელდება ინფორმაცია ნატოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესის გადადების შესახებ. მე მინდა ვთქვა რომ ნატოს ხელმძღვანელობის მიერ საქართველოს აქტივობა იმპლემენტაციის კუთხით ფასდება როგორც უპრეცენდენტო. როდესაც ამბობენ რომ ნატოს პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი უნდა გადაიდოს, ეს ყოვლად გაუგებარია და ემსახურება საზოგადოების სიცრუეში შეყვანას“. - განაცხადა მინდია ჯანელიძემ
მასალის გამოყენების პირობები






