პრემიერ-მინისტრი თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსის ჯოკია ბოდოკიას დაკავებას ეხმაურება.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მთავრობა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გამორჩეულია.
„გუშინ თბილისის მერიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. მინდა, კიდევ ერთხელ ყველას შევახსენო, მსგავსი ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი. ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, კანონის შესაბამისად მკაცრად დაისჯება. ყველა საჯარო მოხელე ვინც მსგავს შეცდომას ჩაიდენს ან მომავალში დააპირებს ამის გაკეთებას, დაისჯებიან ძალიან მკაცრად. მთავრობამ მიაღწია, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული სახელმწიფოა და ამ პოზოციის გაუარესების უფლებას არავის უნდა მიეცეს. მოვუწოდებ ყველას, კორუფციასთან ბრძოლა გაააქტიურონ“, - აღნიშნა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






