აშშ ქართულ ნაციონალიზმს კავკასიაში სამხედრო ბაზის შესაქმნელად იყენებს- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი
პოლიტიკა - 20:53, 11 Feb, 2015     1807
ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას, საქართველოში NATO-ს საწვრთნელი ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. საოკუპაციო რეჟიმის საგარეო ე.წ უწყების კომენტარებს სააგენტო “ Рес” აქვეყნებს.


“ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა არაერთი განცხადება გააკეთა, რომლებშიც მოუწოდა რუსეთს უარი თქვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაზე. მან ასევე შეშფოთება გამოხატა სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის მომავალი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით.

მსგავს უსაფუძვლო განცხადებებს დასავლეთის ზოგიერთი პოლიტიკოსი უკვე ექვსი წელია აკეთებს. ცნობილია, რომ ამა თუ იმ ქვეყნის აღიარება სახელმწიფოს განსაკუთრებული პრეროგატივაა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის თანამშრომლობა ვითარდება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების მკაცრი დაცვით და არავითარ შემთხვევაში არ არის დამოკიდებული მესამე ქვეყნის ნება-სურვილზე”, - წერია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარში ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებს კავკასიაში სამხედრო ბაზები ესაჭიროება და ის ქართულ ნაციონალიზმს სწორედ ამ სტრატეგიული მიზნისთვის იყენებს.

“ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებმა და სხვებმა, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამოდიან, დროა გააცნობიერონ, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხმა თვითგამორკვევის უფლების რეალიზაცია საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით მოახდინა. ამის დაპირისპირების მცდელობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და რეგიონში სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ნორმალიზაციის წინააღმდეგ გამოსვლის ტოლფასია”, - ნათქვამია ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42