,,სოკარი“ იაფი გაზის სანაცვლოდ დავით გარეჯის მონსატრის მოთხოვნას კატეგორიულად უარყოფს
პოლიტიკა - 17:36, 11 Feb, 2015     3555
შპს ,,სოკარ ენერჯი ჯორჯია’’ იაფი გაზის სანაცვლოდ ქართული მხარისთვის გარკვეული ტიპის მოთხოვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმიანება.

,,შპს ,,სოკარ ენერჯი ჯორჯია ’’ საჭიროდ მიიჩნევს გამოეხმაუროს დღეს გაზეთ ,,ალიაში’’ გამოქვეყნებულ სტატიას ,,აზერბაიჯანი იაფი გაზის სანაცვლოდ დავით გარეჯის მონასტერს ითხოვს’’ და სრული პასუხისმგებლობით განაცხადოს: სტატიაში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება.

სტატიის მთელი პათოსი აგებულია ,,გარკვეული წრეების’’ ნაამბობზე და მასში ვერ ამოიკითხავთ სათაურის დამადასტურებელ რაიმე არგუმენტირებულ და ოფიციალურ განცხადებებს. პირიქით, ოფიციალური წრეები არ განიხილავენ იაფი გაზის სანაცვლოდ რაიმე ტიპის მოთხოვნის ქართული მხარისთვის წაყენებას.

საქართველო აზერბაიჯანისგან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე საკმაოდ დაბალი ტარიფით ყიდულობს ბუნებრივ აირს, რაც განპირობებულია ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი კეთილმეზობლური და პარტნიორული დამოკიდებულებით.

საქართველოში ეროვნული ვალუტის დევალვაციის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკური სიძნელეების გათვალისწინებით შპს ,,სოკარ ენერჯი ჯორჯია ’’ არ გეგმავს 1 მარტიდან გააძვიროს ბუნებრივი აირის ტარიფი კომერციული ობიექტებისათვის. უფრო მეტიც, კომპანია იმთავითვე არ ყოფილა გაზზე ფასის მომატების ინიციატორი.

ბიზნესი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგავრი პოლიტიკური წნეხისგან და ხელისუფლების ჩარევისგან. მხოლოდ მისასალმებელი და მაღალი სახელმწიფოებრივი კულტურის დასტურია, როცა არსებობს ნება სახელმწიფოებს შორის არსებული ნებისმიერი პრობლემა ურთიერთდახმარებითა და თანამშრომლობით გადაწყდეს. ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია ამ ყველაფრის გათვალისწინებით კომპანიის საქმიანობის რაიმე ფორმით რელიგიურ თემებთან დაკავშირება და სპეკულირება.

შპს ,,სოკარ ენერჯი ჯორჯია ’’ ერთ-ერთია, ვინც საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიისა და მისი უწმინდესობის ილია მეორის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემით გამოირჩევა. სწორედ ამის გამოხატულებაა საქართველოს სალოცავებისა და ეკლესია-მონასტრებისთვის უსასყიდლოდ ბუნებრივი აირის მიწოდება.

ჩვენი საქმიანობა ყოველთვის იყო და იქნება გამჭირვალე და ორი სახელმწიფოს საზოგადოების ინტერესებზე მორგებული. ამიტომ ყველა უნდა ვეცადოთ გავცდეთ ვიწრო პოლიტიკურ თუ პიროვნულ ამბიციებს, რათა არ დავაზარალოთ მართლაც სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42