უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, მიხეილ სააკაშვილის, პეტრო პოროშენკოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ფაქტი, არ არის მეგობრული აქტი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან.
მისი თქმით უკრაინულმა ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის ნებას.
„კეთილი იყოს ბრალდებული სააკაშვილის მრჩევლის სტატუსში გადაცემა. ეს არ არის მეგობრული აქტი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რადგან ჩვენ არ მოგვიწვევია უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, არც მრჩევლის და არც მინისტრის სტატუსში, რადგან ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელი ხალხის ნებას და მათ პტივი უნდა სცენ ქართველი ხალხის ნებას“. - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები






