გარკვეული უხერხულობაა, იმედია სააკაშვილის დანიშვნაზე პოროშენკოსგან პასუხს მივიღებთ - მიროტაძე
პოლიტიკა - 13:48, 11 Feb, 2015     4564

უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე არასწორს უწოდებს უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნასთან დაკავშირებით.

როგორც მიროტაძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა, ეს გადაწყვეტილება უკრაინის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის.

„მიხეილ სააკაშვილი, ზურა ადეიშვილი, ეკა ზღულაძე და სხვები ვერაფრით გაართულებენ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობას, რადგან ქვეყნებს შორის ურთიერთობა ადამიანებზე არ გადის. ალბათ გარკვეული უხერხულება არის, მაგრამ ალბათ ამაზე პასუხი აქვს ბატონ პოროშენკოს და იმედია, ამ პასუხს მივიღებთ.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ პასუხს ვითხოვ როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი. როგორც მოქალაქეს, როგორც ადამიანს, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელს მაინტერესებს, რა ნიშნით მოხდა მისი შერჩევა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი გვარი ჩვენს ქვეყანაში ბევრ გაურკვეველ დანაშაულს უკავშირდება. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად წაადგება მიხეილ სააკაშვილი უკრაინას. არ შეიძლება ასეთ კაცს ჩააბარო რაღაცის მართვა და ამის კარგი გამოცდილება გვაქვს. უკრაინას ბევრი პრობლემა აქვს და კიდევ ერთი პრობლემის დამატება საჭირო არ იყო, ეს არის გულშემატკივრის პოზიცია უკრაინელი ხალხის მიმართ. ეს არასწორი გადაწყვეტილებაა და არ შედის უკრაინის ეროვნულ ინტერესებში. ეს აუცილებლად შეუქმნის საფრთხეს უკრაინის ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა მიროტაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42