"ნაცმოძრაობა" ხელისუფლებას ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს სთავაზობს
პოლიტიკა - 12:49, 11 Feb, 2015     1376

„ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს ხელისუფლებას ყურადღებით გაეცნონ მათი მიერ შეთავაზებულ ანტიკრიზისულ გეგმას და ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

როგორც პარტიის წევრი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, პირველ რიგში გადასახადების დაწევა უნდა მოხდეს, რაც ეკონიმიკის ზრდას სტიმულს მისცემს.

„ლარი აგრძელებს გაუფასურებას. ჩვენ ვხედავთ, რომ მთავრობა არ იღებს არანაირ ქმედით ზომებს, იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ეკონომიკის გაჯანსაღება. ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტები, რომ ლარის გაუფასურება შეაჩეროს, მაგრამ ეს არის დროებითი ეფექტის მომტანი ბერკეტები. თუ ხელისუფლება არ შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელსაც ის ატარებდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრობლემები ექნება ქართულ ეკონომიკას და ეს აისახება ეროვნულ ვალუტაზე და ლარი კვლავ გააგრძელებს გაუფასურებას.

ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას, რომ ყურადღებით გაეცნოს ჩვენს მიერ გამოგზავნილ ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც შედგება 36 ნაბიჯისგან და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ დაიწყოს ეკონომიკის გაჯანსაღება. პირველ რიგში უნდა მოხდეს გადასახადების დაწევა, რაც სტიმულს მისცემს ეკონომიკურ ზრდას; უნდა განხორციელდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც წინა წლებში იგეგმებოდა და ამ ხელისუფლებამ გააჩერა და უარი უნდა ითქვას ახალ გაუაზრებელ ინიციატივებსა და რეგულაციებზე, რომელიც აფერხებს ეკონომიკურ ზრდას“, - ამბობს ჯაფარიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42