პარლამენტის თავმჯდომარე თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება.
დავით უსუფაშვილის თქმით, ყოველი საკადრო გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
„ყურადღებით უნდა ვუსმენდეთ საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებებს, მაგრამ საჯარო თანამდებობის პირებმა გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ საკუთარი პასუხისმგებლობით და უნდა დავასაბუთოთო ეს გადაწყვეტილება და არა მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც საქმე ეხება ვინმეს დანიშვნას ან დაწინაურებას, ვინც წინა ხელისუფლების დროს იყო კრიტიკის ობიექტი. ყოველი საკადრო გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ეს უნდა იყოს დამაჯერებელი. მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა გავიზაროთ რომ თუ ვინმეს დანაშაული მიუძღვის ეს უნდა გაარკვიოს სასამართლომ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
გუშინ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ინსპექციის უფროსის მოადგილემ რობერტ გრიგალაშვილმა თანამდებობა დატოვა. ასევე სამსახურიდან წავიდა სამინისტროს გენინსპექციის უფროსის მოადგილე ვალერი ზუმბაძე.
მასალის გამოყენების პირობები






