პარლამენტის თავმჯდომარე გადაცემა „არჩევანში“ ზურაბ ჟვანიას საქმეზე „FBI“-ის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმაურება.
მისი თქმით, ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს მხარეებმა სპეკულაციებს თავი უნდა დაანებონ.
„მნიშვნელოვანია ყველა საქმის დროული გახსნა. მნიშვნელოვანია, რომ სპეკულაციები ამ ტიპის საქმეებზე რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ან იმის თქმა, რომ ესა თუ ის საქმე ან არ ან ვერ იხსნება ან არაფერია გასახსნელი. არის რთული საქმეები, რომლის გამოძიებას წლები სჭირდება, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ თუ არის დრო რაიმეს გასარკვევად საჭირო, ამ დროის განმავლობაში იყოს ნაკლები სპეკულაცია და დებატები, რომელიც ჩრდილს აყენებს ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან მტკივნეული და რთული გადასატანი გარდაცვლილის ახლობლებისთვის. ზოგადად ვისურვებდი, რომ ეს პროცესები მართლმსაჯულების ჩარჩოებში იყოს მოქცეული“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






